ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც მხარი დაუჭირა სომხეთის თვითგამორკვევას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარემ, აკაკი ჩხენკელმა, საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა, მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა უავტორო წერილი „ვაი ჭკუისაგან“, რომელშიც მწვავედაა გაკრიტიკებული იმავე გაზეთის 24-ე ნომერში „ინგილოს“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული რაფიელ ივანიცკის ნარკვევი ქიზიყელი ინგილოების ყოფაზე.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, სამეგრელოს თავად დავით დადიანის ქვრივს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს, დაენიშნა სამუდამო პენსია.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 20 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სამმართველოს განკარგულებით თიანეთის ოლქის სამხედრო ნაწილის უფროს ივანე რატიშვილს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 14 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ორი ლექსი, „ვენგრული სიმღერა“ და „სერბული მოტივები“.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, თავად ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი სამეგრელოს მმართველობაზე, დაენიშნა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1 000 000 მანეთის ოდენობით.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ივანიცკის ვრცელი ნარკვევი ქიზიყელი ინგილოების ყოფაზე.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 5 მაისს გამართულ თავად-აზნაურთა კრებაზე გუბერნიის აზნაურობის მარშალმა დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანმა დამსწრეთ ახალი სამოქმედო პროგრამა წარუდგინა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოყვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის საპასუხო კრიტიკული წერილი ანტონ ფურცელაძის წერილზე „ქართული წარმოდგენა ტფილისში“, რომელიც იმავე გაზეთის 21-ე ნომერში დაიბეჭდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 30 ივნისის „დროების“ ნომერში, ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით, გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის სამი ლექსი: „პასუხი“, „ნატვრა“ და „საპყრობილეში“.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქეთევან გაფრინდაშვილის შვილი იყო ვალერიან გაფრინდაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქეთევან გაფრინდაშვილმა თავის შვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, წერილი და ამანათი გაუგზავნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა მოსკოვიდან მისწერა ალი არსენიშვილს, რომ აკაკი წერეთელი მას სტუმრად ეწვია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა ფოტოგრაფია შეისწავლა, რათა ფირზე აღებეჭდა ჯავახეთში მის მიერ აღმოჩენილი უამრავი ძეგლის ნაშთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა ჯავახეთში აღმოაჩინა უამრავი ძეგლის ნაშთი, რომელთა შესწავლა, მისი აზრით, ნათელს მოჰფენდა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ მხარეს. ამიტომ მან ამ ძეგლთა აღწერა გადაწყვიტა.

1888

ტიპი: განათლება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს შეუსწავლია ხუცური.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს, როცა ივანე როსტომაშვილი ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობდა, ამ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მალორუსი ხანიჩკოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მომსახურე ივანე როსტომაშვილი ზაფხულობით მოგზაურობდა. მან მოიარა ჯავახეთის ყოველი კუთხე, მთა და ბორცვი, სადაც რამე შენობა იდგა, აღწერა და ფოტოები გადაიღო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-1893 წლებში ივანე როსტომაშვილი მსახურობდა ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს კავკასიის სამოსწავლო უწყების მეორე კრებულში დაიბეჭდა ივანე როსტომაშვილის ნაშრომი, რომელიც ჯავახეთის სრულ ისტორიულ-არქეოლოგიურ აღწერას წარმოადგენდა და ფოტომასალაც ახლდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ივანე როსტომაშვილი ახალქალქში გადავიდა ადგილობრივი სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ივანე როსტომაშვილის ბიძამ, ჩიკრომ წერილი გაუგზავნა ნავთლუღში ახლად გახსნილი საოსტატო სემინარიის მღვდელ პროკლე იოსელიანს და ივანეს სემინარიაში მიღება სთხოვა.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილმა გაიცნო კოტე მაყაშვილი.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს თელავში ივანე როსტომაშვილი დაუმეგობრდა კოტე მაყაშვილს და ისინი ერთად ოცნებობდნენ თბილისში წასვლაზე და იქ სწავლის გაგრძელებაზე.