ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51031

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის გაზაფხულზე პეტრე დოლიძე თბილისში დაატუსაღეს, ერთი თვე იჯდა ჩეკას სარდაფში, შემდეგ კი მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. იმ დროს იმართებოდა ახალგაზრდა მარქსისტთა სალიკვიდაციო კონფერენცია და მას დაავალეს კონფერენციაზე გამოსვლა ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი მ. ბერიშვილის წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ალექსანდრე დოლიძე იყო ფერშალი, სოციალ-დემოკრატი, აღმოსავლეთ გურიაში კარგად ცნობილი, როგორც არალეგალურად მომუშავე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა ალექსანდრე დოლიძე. შვილი, პეტრე დოლიძე, დასაფლავებას ვერ დაესწრო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის გაზაფხულზე პეტრე დოლიძე უკანასკნელად დაატუსაღეს. გაბრაზებულმა ჩეკამ ის საშინლად აწამა და დაავადმყოფებული საგუბერნიო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი აჯანყების დღეებში სხვა ამხანაგებთან ერთად – სასაკლაოზე,

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფირცხალაიშვილი საქართველოს დაპყრობიდან მოყოლებული ახალგაზრდების მოძრაობის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე იყო, ფხიზელი, დაუზარელი.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წლის გაზაფხულამდე გერასიმე ფირცხალაიშვილი ბათუმში ადგილობრივი ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში მუშაობდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია საოკუპაციო მთავრობის წინააღმდეგ. ამის გამო დევნა დაუწყეს და იძულებული გახდა, თბილისში გადმოსულიყო სამუშაოდ.