ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50952

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ტატო ბლიაძე, ნ. გოგოლაძე, ზ. შერგელაშვილი, ნ. ხრიკაძე და ბესო გოგალაძე.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას მოწინავე წერილის „ჩვენი ტაქტიკა“ II ნაწილი.