რეგისტრირებული ფაქტები51315
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: ავტორობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილ წერილში (II), რომელსაც ხელს აწერს რუსეთში გადასახლებული 27 ქართველი პატიმარი, აღნიშნულია, რომ ისინი 5 ოქტომბერს მოსკოვიდან ქურდულად მოიტაცეს და სადღაც წაასხეს, წინასწარ მიუსაჯეს 76-ე და 66-ე მუხლები, ან პატიმრებად და ჯაშუშებად მონათლეს, და გადაჰყავდათ სოლოვკაში. ხელმომწერები: დომენტი ჯაყელი (აკეთი, გურია), ვასო კეჭაყმაძე, პარმენ ღამბაშიძე და სხვ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვკაში იმყოფებოდნენ: მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი ვასო დავითაშვილი, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი მეტია დგებუაძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი თოდუა და სხვ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: სამხედრო, სოციალ-დემოკრატი კალისტრატე ქვირია, სამხედრო, სოციალ-დემოკრატი დომენტი ჯაყელი და სხვ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, სოციალ-დემოკრატი ერემია მეჩეხია, გლეხი, სოციალ-დემოკრატი სერაფიონ კეკელიძე და სხვ.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დამდეგიდან მასიურად იჭერდნენ ახალგაზრდებს, არც ცნობილ რევოლუციონერებს ერიდებოდნენ, გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული კონსტანტინე კანდელაკი კვლავ დაიჭირეს და 6 თვე ჩეკას ციხეში ტანჯეს, ბოლოს კი სხვებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. უკანასკნელად რუსეთში გადაასახლეს 65-კაციანი ჯგუფი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკმებრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, სოციალ-დემოკრატი სალუქვაძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი მარგალიტაძე, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი პავლე გიორგაძე და სხვ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, სოციალ-დემოკრატი ევტიხი ცერცვაძე, რკინიგზელი, სოციალ-დემოკრატი სევერიანე აროშიძე, ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატი სოსო აბდალაძე სხვ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: სოციალ-ფედერალისტი ვასო კეჭაყმაძე, მუშა, სოციალ-ფედერალისტი ვარლამ ტყეშელაშვილი სტუდენტი, სოციალ-ფედერალისტი მიშა გაბელაშვილი და სხვ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: ეროვნულ-დემოკრატი პეტრე კურცხალია, სტუდენტი, ეროვნულ-დემოკრატი სილიბისტრო ყენია და სხვ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, ეროვნულ-დემოკრატი კოლია ჭანტურია, ეროვნულ-დემოკრატი, ინტელიგენტი შალვა დადიანი, ფერშალი, ეროვნულ-დემოკრატი ჭიჭინაძე და სხვ.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: პოეტი კოწია გამსახურდია, მუშა, სოციალ-დემოკრატი კახიძე და სხვ.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი წერილი „საქართველოს საკითხი უცხოეთში“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელმა ჩრდილო-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პარიზში გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის მთავრობის მიერ ამერიკული ფირმისთვის ჭიათურის შავი ქვის საკონცესიოდ გაცემის შესახებ. შეერთებული შტატების ელჩმა დაუდასტურა, რომ ნოტა მიღებისთანავე გადაეგზავნა მის მთავრობას ვაშინგტონში.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსე ათანასეს ძე ქიქოძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს დიდუბის ბიბლიოთეკა-სამკითხველო აკურთხეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქ შ წ კ გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ ბოცვაძე, ქალაქის გამგეობის წარმომადგენელი ნ. ე. არგულინსკი და ე. გულისაშვილი.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის სასამართლო პალატამ იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი გაანთავისუფლა. მას ბრალად ედებოდა ბროშურის „ვინ არის ხალხის მტერი,სოც.-დემოკრატები თუ ფედერალისტები“ გამოცემა-გავრცელება.