ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50012

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1907 წლებში ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე (კიკვიძე) პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით კასრაძე წერდა, რომ სოფელ ავნევში მოსახლეობას მდინარე ფრონეს ადიდება ემუქრებოდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ზაქარია გულისაშვილი სოფელ მეტეხის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ნოე რამიშვილი მარო გოგიაშვილზე დაქორწინდა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წლის 5 აპრილს ნოე რამიშვილი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ დიდ ვანში დაიბადა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-1915 წლებში აბიბო გიორგის ძე ბოჭორიშვილი თხმო­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს პეტერბურგიდან კავკასიაში ჩამოვიდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1917 წლებში აბიბო გიორგის ძე ბოჭორიშვილი ზე­და შავ­რას იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1826

ტიპი: თანამდებობა

1826 წელს გიორგი გიორგობიანი ბუ­გე­უ­ლის ­(ზე­და) მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-1916 წლებში ალექსანდრე ლევანის ძე გოცირიძე ბოყვას წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1897 წლებში ვასილ თედორეს ძე შარაბიძე ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1891 წლებში ვლადიმერ გაბრიელის ძე ფოფხაძე ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1882 წლებში პორფილ სიმონის ძე კერესელიძე ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 20 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სხიერის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-1915 წლებში მინა სპირიდონის ძე მესხი აგა­რის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 18 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ბარის ეკლესია აკურთხა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 13 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ბარეულის მაცხოვრის ეკლესია აკურთხა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ზედა შავრის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აკურთხა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაგვიანებით მიულოცა ახალი წელი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი გაუგზავნა იოსებ გრიშაშვილს და გააცნო ვალერიან გაფრინდაშვილის შენიშვნები მის და ტიციან ტაბიძის ლექსებზე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს ტიციან ტაბიძემ წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს და სთხოვა, სწვეოდა ჭყვიშში გრიგოლ ვეშაპიძესთან ერთად.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 30 მარტს საქართველოში ჩამოვიდა ბავარიის ტახტის მემკვიდრე, რომელსაც სადგურზე დახვდნენ თბილისის კომენდანტი გენერალი რეიტერი და თბილისის გუბერნატორი, პოლკოვნიკი სვეჩინი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილი „აფხაზეთი“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გურიის სოფელ მამათში არსებულ მონასტერს ესაჭიროებოდა შეკეთება. მონასტრის ტერიტორია ძველად მამია გურიელის მამულს ეკუთვნოდა.