ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1919

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნესტორ მიხეილის ძე უგულავა ავრცელებს ინფორმაციას ივანე ოტიას ძე ქაჯაიას გარდაცვალების შესახებ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ივანეს ასული სიხარულიძისა ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძის მეუღლე იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 მარტის „დროებაში“ სხვავის მონასტრის შესახებ ესტატე მჭედლიძის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 მარტის „დროების“ ცნობით, ლევან ჟღენტმა ასკანის სკოლის ბაღს სხვადასხვა ყვავილის ნერგი აჩუქა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის ინციატივით ხორასნის მაზრის გამოსაკვლევად გუსტავ რადე, სმირნოვი და კონშინი გაგზავნეს.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დესპინა გიორგის ასული ჩხეიძე ნიკოლოზ (კოლია) დავითის ძე ჩხეიძის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დავით ბეჟანის ძე ჩხეიძე ნიკოლოზ ჩხეიძის მამა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მინღა გლახუას ასული ჩხეიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძის მეუღლე იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-12 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე სოფ. თავასის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსები „ზამთრის ღამე“ და „სურათი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843 წელს გიორგი დავითის ძე კლდიაშვილი თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 18 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაშუ მისწერა, რომ სიკვდილის წინ ანდერძს დაწერდა, შევარდნაძე და გორბაჩოვი ოჯახებიანად გაენადგურებინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ათონის ბერძენ და ქართველ ბერებს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საკითხზე თბილისში ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ უკვე 3-ჯერ იყო საქართველოში, რომ ამაში მას დეიდაშვილი, გიორგი ლეონიძე, ეხმარებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ კ. გუთნურისპირელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „თერჯოლის თემი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ივანე ემელიანოვმა, ბეჟანოვმა, ისააკ ნარიმანოვმა და ონისიმე სულავამ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ორ-ორი შაური გაიღეს.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ალექსანდრე ზაქარიაძის ვაჟი და მეუღლე ცოცხლები აღარ იყვნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს იაკინთე აროშიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად სამი შაური გაიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ვანო იროდიონის ძე ხოსიტაშვილის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ: დედა − მარიამ ივანეს ასული, დები − თამარ, ბეტა და თინა, მამიდა- ბაბილინა ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილისა, ბიძა ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი, ბებია − ევა ნოდარის ასული ხოსიტაშვილი და ბიძა − მიხეილ ივანეს (წყალობას) ძე ჯანყარაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი მარიამ ხოსიტაშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი ვანო ხოსიტაშვილის ბიძა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 წლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი ბაბილინა ხოსიტაშვილის მეუღლე იყო.