ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის სტამბა განადგურებული იყო, შვეიცარიის ქართულ სტამბას ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, არ იცოდა, პარიზში რა მდგომარეობა იყო, იქნებ მას გაეგო რამე მანველიშვილისგან და შეეტყობინებინა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოშიმისწერა, რომ იუნკრებზე წიგნი დაწერა და დაბეჭდვა სურდა.

1984

ტიპი: ავტორობა

1984 წლის 22 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, სთხოვა, შეეტყობინებინა, როგორ იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ ალექსანდრე მანველიშვილი და გიორგი ყიფიანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე განსახილველ საქმეთა შორის იყო ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახელობის ღარიბთა თავშესაფრის აშენების საკითხი.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 15 დეკემბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში მიასვენეს არქიმანდრიტ კესარიოსის ცხედარი, წირვა აღასრულა გორის ეპისკოპოსმა კირიონმა. წირვა და გალობა შესრულდა ქართულ ენაზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მარტყოფში აკურთხეს საავადმყოფო-თავშესაფარი, რომელიც დაარსებული იყო და ინახებოდა გლეხთა საზოგადოების ხარჯით. კურთხევას დაესწრნენ: თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი, გუბერნიის ექიმი თ. ც. ქიქოძე, მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი და გუბერნიის ექიმის თანაშემწე ალექსანდრე მაჭავარიანი.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ხელში ჩაუვარდა კვინიტაძის შტაბის ოფიცრის, ვალერიან თევზაძის, მოგონება 1921 წლის ომის შესახებ და მისი წიგნად გამოცემა უნდოდა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გრიგოლ ფერაძე ფაშისტებმა რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს, დაატუსაღეს, დახვრიტეს და უცნობია, სად დაასაფლავეს.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის სტამბა განადგურებული იყო, შვეიცარიის ქართულ სტამბას ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, პარიზში რა მდგომარეობა იყო, არ იცოდა, და იქნებ მას რამე გაეგო მანველიშვილისგან და შეეტყობინებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში ზაქარია ბერიშვილის რეჟისორობით და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით წარმოადგენდნენ დრამა „მარიამ მაგდალინელს“.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-1915 წლებში რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი ჟურნალ „კლდის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გიორგი ლეონიძის დახმარებით ისევ იღებდა საქართველოდან „მნათობს“, „ცისკარს“, „დროშას“, „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „სამშობლოს“.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 17 თებერვალს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გაუგზავნიდა როგორც თავის, ისე ვალერიან თევზაძის ნაშრომებს და იქნებ ვინმე სანდო პირისთვის გადაეცა, რათა, თუ დაბეჭდვას ვერ შეძლებდნენ, მომავალი თაობისთვის მაინც შეენახათ.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წლის 3 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ საქართველოს გადასაგვარებლად მიმდინარეობდა გადმოსახლების სპეციალური პოლიტიკა და მოსახლეობის ერთმანეთში ათქვეფა. სავალალო იყო, რომ ამ ყველაფრის ინიციატორები ქართველი ბოლშევიკები იყვნენ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 6 იანვრისთვის თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად დაგეგმილი ღონისძიების ხელმძღვანელი იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანისა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ივანიძე, იოსებ ბაქრაძე, ვასილ ბალანჩივაძე და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი კულაშის სკოლის დარბაზში დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობდა. შემოწირულობის სახით მიღებული თანხა ღონისძიების ორგანიზატორ კოლა კანდელაკისთვის უნდა გადაეცათ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 თებერვალს ალექსი ჭიჭინაძემ სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე სკოლების სამომავლო პროგრამაზე ისაუბრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 თებერვლის სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე გადაწყვიტეს, სამეგრელო-გურიის სათავადაზნაურო სასწავლებლის ასაშენებლად გაღებული თანხა სამსონ ყიფიანისთვის გადაეცათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 თებერვალს დიმიტრი დადიანი სენაკის მზარის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 თებერვალს ალექსი ჭიჭინაძე სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამი წევრი ნიკოლოზ დადიანის მიერ შემოწირული ბიბლიოთეკის წამოსაღებად სამეგრელოში გაემგზავრა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მარტის „დროებაში“ აკაკი წერეთლის „დედოფალას ღამის თევა“ დაიბეჭდა.