ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1983

ტიპი: ღონისძიება

1983 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა სან-ფრანცისკოში კოლაუ ნადირაძის ლექსების კრებული მიიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის თამამშევის ქარვასლის მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს, სახელოსნოს მკერავის, სვიმონ გოცირიძისთვის 50 წლის იუბილე გადაეხადათ.

1983

ტიპი: ღონისძიება

1983 წელს გივი ლუარსაბის ძე კარბელაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში თავისი ისტორიული რომანი გაუგზავნა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 14 თებერვალს ალექსანდრე სულხანიშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ შეფიცულთა რაზმის ყველა მოქმედებაზე წიგნი ჰქონდა დაწერილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1989 წელს საქართველოს ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენელ დეპუტატთა კრებამ აირჩია 14-კაციანი კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ტატიშვილი, დავით ციცქიშვილი, კირილე ღვთისავრიშვილი, ლ. ნათიძე, რობიტაშვილი, გრძელიშვილი, მღვდლები – დ. ტყემალაძე, ჯაჯანიძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ხიდისთავის სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, ხიდისთავის უფასო სამკითხველოს ერმალო სიორიძემ ხუთი ქართული და ორი რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს, ხიდისთავის უფასო სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, სიმონ ჭანიშვილმა სამკითხველოს 1898 წელს გამოცემული წიგნი "Русская школа" შესწირა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სერგეი ნიკოლოზის ძე ყაზახაშვილი ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასულ ციხისთავიშვილის ძმა იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ზაფხულში, ბარბარე ბარათაშვილის თიანეთის მამულში ქართული ჯარის ნაწილს მოათავსებდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მწერალთა კავშირი აცხადებდა, რომ თებერვალში გამოსცემდა სალიტერატურო ორგანოს „სიტყვა ქართულის“ პირველ ნომერს. მსურველებს მასალები უნდა გაეგზავნათ მისამართზე: თავისუფლების მოედანი, მწერალთა კავშირი (სასტუმრო „კავკაზი“). სარედაქციო კოლეგია: კოტე მაყაშვილი, ალექსანდრე აბაშელი, აკაკი პაპავა, ტიციან ტაბიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მეთვალყურის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „ს. პატარძეული“.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს ალექსანდრე სულხანიშვილის „ჩემი მოგონებანი“ პარიზში არ დაბეჭდეს, რადგან დიდი კრიტიკა მოჰყვა. წიგნი ისრაელში ხელის მანქანაზე დაიბეჭდა და შემდეგ ავტორმა სან-ფრანცისკოში გაამრავლა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის ბროშურა „რაზმის ცხოვრება საფრანგეთში“ გამოიცა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს სან-ფრანცისკოში გამოიცა ალექსანდრე სულხანიშვილის წიგნი „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923-1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიას, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით დაიბეჭდებოდა, წილოსნის მიერ შედგენილ რუკებს დაურთავდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო პეტრეს ასული სტურუა ისიდორე, ანტონ და დავით სტურუების დედა იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 იანვარს სამტრედიაში, იოანე ნათლისცემლის ეკლესიაში დომნა იოანეს ასულ სტურუას წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ: ნინო პეტრეს ასული სტურუასი, შვილები − ისიდორე, ანტონი, დავითი და რძლები − ნინო და აგაშა სტურუები.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მარტში ნიკოლოზ ბაქრაძემ მოითხოვა, რომ ალექსი ჭიჭინაძესა და ალექსი გიორგობიანს სხვავის ნათლისმცემლის მონასტრის მდგომარეობა შეეფასებინათ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ივანეს ძე სტურუა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები − ისიდორე და ანტონ სტურუები ძმები იყვნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დომნა სტურუა დავით ივანეს ძე სტურუას, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების, ისიდორე და ანტონ სტურუების ბიცოლა იყო.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ საქართველოში იცოდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელების ვინაობა, მაგრამ სამოქალაქო სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად არ გაამხილეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ ნასიძემ ქართული ქრესტომათია შეადგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, ივანე როსტომაშვილმა სამუელ სმაილსის თხზულება „თვითგანვითარება“ თარგმნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავი 7 მარტს არწრუნისეულ თეატრში ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციას წაიკითხავდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს გერმანიის სრულუფლებიან წარმომადგენელს საქართველოში, ულრიხ რაუშერს, თბილისის სადგურზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე საბახტარაშვილი, სამხედრო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გედევანიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ალექსანდრე ზაქარიაძე, გზათა დეპარტამენტის დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე, გერმანიის დროებითი რწმუნებული ფონ დრიუფელი და სათვისტომოს წარმომადგენელები დახვდნენ.