ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მარტის „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთელმა სამმოქმედებიანი დრამა „თამარ-ცბიერი“ ლექსად დაწერა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გარეშეს ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „კიდევ ნაციონალიზაცია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „მასწავლებელთა გაფიცვა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „სოციალიზმის გაკვეთილი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 დეკემბერს მთავარმართებელმა გოლიცინმა ალექსანდროპოლში დაათვალიერა საერობო დარაჯთა რაზმი, შემდეგ კი გაემგზავრა ერევანში, სადაც დაესწრო ვაგზლის კურთხევას.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ პარიზში ისეთ პირთან სურდა დაკავშირება, ვისაც ჟურნალ „მხედრის“ აღდგენა ენდომებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინთან შეთანხმებით გრიგოლ პალმს ნება დართო, ბათუმში ყოველთვიური სალიტერატურო და ხელოვნების ჟურნალი „ვოლნა" გამოეცა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ბინების მოწესრიგების საკითხი“, რომელსაც ხელს აწერს იკ. კ-შვილი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 თებერვლის „დროებაში“ გიორგი ჩიჩუამ ახალი სენაკიდან სოხუმამდე რკინიგზის გაყვანის წინადადებით გიორგი ერისთავს მიმართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დატოვების შემდეგ, ნოე რამიშვილი უცხოეთიდან ცდილობდა ბოლშევიკური ხელისუფლებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ემიგრაციაში ყოფნის დროს ის აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური კომისიის საქმიანობაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 17 მარტის დადგენილებით, ნოე რამიშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვლის „დროების“ მეშვეობით ივანე კაციტაძეს შეატყობინეს, რომ მის სტატიას „მასწავლებლის ქცევაზე“ დამადასტურებელი ფაქტების გარეშე ვერ დაბეჭდავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გიორგი ზდანოვიჩმა ბერლინში დაასრულა საქმე შავი ქვის სინდიკატთან და ავანსი – 200 ათასი მანეთი თბილისში გამოგზავნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 აპრილის „დროებაში“ სმირნოვის რეფერატის შესახებ გიორგი ყაზბეგის სტატია დაიბეჭდა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 20 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა ერთ-ერთ გაზეთში წაკითხული: ქიზიყში ბოლშევიკების ადგილობრივ მმართველობასთან შეხვედრის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს მთავრობის მთავარ მდივანს სილა გააწნა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 20 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მიხეილ ქავთარაძესთვის „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად გაეგზავნა წერილი ქაქუცას მიერ ილიას მკვლელების აღმოჩენის, ილიასეული საათის მიგნების და ა.შ. შესახებ.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის ფერიცვალების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კესარიოსი.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 13 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ სამი თვე საავადმყოფოში წოლისას სამი ოპერაცია გაიკეთა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ნიჟარაძის წერილი სენაკიდან ზუგდიდამდე რკინიგზის გაყვანის საკითხზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ქართულ დრამატული დასს 7 აპრილს აკაკი წერეთლის თხზულება „კუდურ-ხანუმს“ უნდა წარმოედგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ დადიანის ნაჩუქარი ბიბლიოთეკა სამეგრელოდან თბილისში ჩამოიტანეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ვასილ არაბიძე, სარდიონ მაღრაძე, ბარბარენკოსი და სხვები.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკიმ და ვარვარა ზარუდნაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.