ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თბილისის გამგეობამ განიხილა ქალაქის სასწავლებელთა გამგე-კომისიის 11 ოქტომბრის დადგენილება ქალაქის სასწავლებლებისთვის მასწავლებელ ქალთა ამორჩევის საკითხზე. მასწავლებლებად აირჩიეს: ნ. ოგანოვისა, სედოვისა, გალუმოვისა, ქეთევან მახათაძისა, შიუკოვისა, პეტროვისა, ე. ო. ტერ-ნიკოგოსოვა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1936 წლებში ბუდუ გურგენის ძე მდივანი მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვაცლავ ოსტროვსკი პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი იყო საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 6 მაისს თბილისში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსე თოიძის, იაკობ ნიკოლაძის, სოლომონ ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ევგენი ლანსერეს, ვასილ კროტკოვის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, კორნელი სანაძის, კ. გძელიშვილის, სამსონ ნადარეიშვილის, შალვა მამალაძის, ვლადიმერ კეშელავას, ა. კოპალიანის, დავით ქუთათელაძის, მარდალეიშვილისა და გიორგი გაბაშვილის ათასამდე ნამუშევარი, მათ შორის იყო დამწყები მუშა და გლეხი მხატვრებისა, ასევე სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საუკეთესო ნაწარმოებები.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-17 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა კულაშის წმ. იოაკიმესა და ანას ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1917 წლებში იაკინთე თედორეს ძე კანდელაკი სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს საქართველოს ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენელ დეპუტატთა კრებამ საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს თავმჯდომარეობით აირჩია 14-კაციანი განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაევალა ისეთი წესის შემუშავება, რომლის თანახმადაც მღვდლებისათვის სამრევლო გადასახადი გაუქმდებოდა და მათ დაენიშნებოდათ მოჭრილი ხელფასი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 მაისის „დროებაში“ დავით სუმბათაშვილისადმი მიძღვნილ ნადიმზე ლუარსაბ მაღალაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 მაისს ესტატე მჭედლიძე სოფ. სვირში დაკრძალეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 მაისის „დროებაში“ ესტატე მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ სილოვან ხუნდაძის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, გუსტავ რადე კავკასიის მუზეუმის დირექტორი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა კრებაზე ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონი დუშეთის მაზრის მარშლად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა კრებაზე ივანე ციციშვილი გორის მაზრის მარშლად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის კეთილშობილთა კრებაზე ლუარსაბ მაღალაშვილი თბილისის მაზრის მარშლად აირჩიეს.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი სარწმუნოებით გრიგორიანი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი ბევრს მუშაობდა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხზე, ამ საკითხზე წერდა სტატიებს რუსულ ჟურნალებსა და გაზეთში „ვესტნიკ ევროპი“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს დაარსებულ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ გიორგი თუმანიშვილი თითქმის 10 წელი გამოსცემდა. გაზეთში განიხილებოდა საკითხები კავკასიის შესახებ.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-05 წლებში მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე სოფ. კუშუბაურის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 მაისს აკლიმატიზაციურ ბაღში რაფიელ ყაზბეგისა და სამოილოვიჩის მიერ შექმნილი მარცვლეულის გასანიავებელი მანქანა გამოსცადეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანბატონს მისალოცი წერილი ალმასხან ნიჟარაძემ, ვარლამ ერისთავმა, კონსტანტინე წულუკიძემ და ალექსანდრე ბაგრატიონმა გაუგზავნეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას დაესწრნენ ავადმყოფ ოლღა ჭავჭავაძის მზრუნველები: რუსუდან მელიქიშვილისა, შალიკაშვილისა და ექიმი მიხეილ გედევანიშვილი. კრებამ იმსჯელა ოლღას მოვლა-პატრონობის შესახებ, გაითვალისწინეს, რომ მცირე დახმარებით (200 მანეთი ბანკიდან და 300 საზოგადოებიდან) შეუძლებელი იყო არსებობა, ამიტომ 2 000 მანეთამდე გაზარდეს. გამგეობამ საქმის მეთვალყურეობა საზოგადოების მხრიდან პეტრე სურგულაძეს მიანდო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის პატივსაცემად გამართული ნადიმის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 24 ივლისს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.