ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49479

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის მიმართვა, გამგეობა დახმარებოდა ქართველ მასწავლებელთა საზოგადოებას, რომელიც რუსეთის მასწავლებელთა კავშირის კრებაზე წარმომადგენელს გზავნიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რკინიგზელთა კავშირის გამგეობასთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიის თხოვნა მაღაზიიდან კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 100 000 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა, იმ პირობით, თუ 50 000 მანეთს საზოგადოებას წინასწარ გადასცემდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება ბათუმში ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება სახალხო-სამასწავლებლო ჟურნალის გამოცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის I უმაღლეს-დაწყებითი სკოლის პედაგოგიური საბჭოს თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის წიგნების შეღავათიან ფასში მისაცემად 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ კრედიტის ორი კვირის ვადით მიცემა გადაწყვიტა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, შემოსავალი 6 528. 68 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 4 882. 92. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1 645. 76 მანეთი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ივანე რატიშვილის მოხსენება სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივან დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილ საზოგადოების მუშაობის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის განხილვა და შემოწმება ივანე რატიშვილსა და ნიკოლოზ მთვარელიშვილს დაევალათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მდივან დავით კარიჭაშვილის მიერ მომზადებული საზოგადოების წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) ქუთაისის განყოფილებას შემოსავლის 20%-ის დროულად გადმორიცხვა და წლიური ანგარიშის წარდგენა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე კიკვაძისთვის თვითა და ერთი კვირით შვებულების მიცემა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ იმ წლის 29 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოს ქ. თელავში უნდა გაერჩია ელისაბედ ვილკევიჩის საჩივარი ილია ზარაფიშვილის ქვრივი სოფიოსადმი, რომელსაც ვილკევიჩის 2000 მანეთი მართებდა. ამ ფულის ანაზღაურებას მომჩივანი ითხოვდა სახლით, რომელიც განსვენებულმა ზარაფიშვილმა წერა-კითხვის საზოგადოებას უანდერძა. საქმე პირველად 1911 წელს განუხილავს თელავის მომრიგებელ მოსამართლეს და მომჩივანი უარით გაუსტუმრებია. თელავის განყოფილება სთხოვდა მთავარ გამგეობას ხსენებული საქმის გარჩევის დღეს გაეგზავნა თელავში საზოგადოების ინტერესების დამცველი ვექილი, რომლის მგზავრობის ხარჯებსაც ადგილობრივი განყოფილება დაფარავდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და მდივანი ზ. მარკოზაშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის, 88 მანეთის, მიცემის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისში დიდუბის ღამის მეორე თავშესაფარში მიხეილ კლიმიაშვილის ინიციატივით ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნიკიფორე კანდელაკმა სოფ. ხევში სახალხო სამკითხველო გახსნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ე. ტურკინის ხელმძღვანელობით ბათუმში საზოგადო ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომლითაც ძირითადად ინტელიგენტთა ერთი ნაწილი სარგებლობდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ელენე ანტონოვსკისთვის იოანე ბატონიშვილის სამეცნიერო ლექსიკონის გადაწერის თანხის, 7 მანეთის, გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია ჭიჭინაძისთვის მისი წიგნების თანხის, 15 მანეთის, მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში კონსტანტინე თავართქილაძისთვის 20 მანეთის მიცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს ქუთაისის სტამბის გადმოტანის საკითხის განხილვა დაავალეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს ქ. თელავში გამართულ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს და მცირე კამათის შემდეგ დაამტიცეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯი. კამათი გამოიწვია სკოლაში სწავლის საკითხმა. გამგეობა მთელი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს სწავლების პროცესს. წლის ბოლოს მან მოსწავლეთა ცოდნის დონეც შეაფასა. კრებამ დაავალა გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული წერილობითი დასკვნის წარდგენა ყოველი წლის ბოლოსთვის. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს დ. სარაჯიშვილის, ნ. ცხვედაძის, ნ. ღოღობერიძისა და ი. გოგებაშვილის ხსოვნას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებას 26 პირი დაესწრო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ლავრენტი აგლაძისთვის თონეთის სკოლის საორგანიზაციო საკითხების თანხის, 2 მანეთის, გადაცემის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მეჯვრისხევში ეკატერინე გიორგის ასულ ერისთავის თაოსნობით ბიბლიოთეკა დაარსდა.