ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44955

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატიის „ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის განყოფილება ძველ სენაკში“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 ივისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატიის „ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის განყოფილება ძველ სენაკში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 ივნისის „დროებაში“ გაბრიელ ქიქოძეზე წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, კირილე იანოვსკის სურდა ვაჟების სასწავლებლების პედაგოგების მოწვევა, რომ ფინანსური შემწეობის მიღების წესის შეცვლაზე ემსჯელათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 28 ივნისის „დროებაში“ გაბრიელ ეპისკოპოსის რუსეთის საეპარქიო კათედრაზე გადასვლის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის ივნისში საქართველოს ეგზარხოსმა კირილე იანოვსკი კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების წინამძღოლად დანიშნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ახირებული დავა“ დიმიტრი ყიფიანის ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივნისის „დროებაში“ დიმიტრი ყიფიანის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის შესახებ აკაკი წერეთლის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის ივნისში „დროების“ რედაქციამ გრიგოლ ცერცვაძის ოთხმოქმედებიანი კომედია „ბედნიერება უბედურებისაგან“ მიიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი პიესის „რეაქცია“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ვიდექ ზღვის პირას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დომენიკა ზურაბის ასულ ერისთავის წერილი „თეატრი და ცხოვრება ერთის თვალის გადავლებით“.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის მდივნად აირჩიეს, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კი – ხაზინადრად.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანიშვილი და მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 22 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა დაამტკიცა ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების პროექტი, შედგენილი ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძის მიერ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის ივნისში ქართული თეატრის დირექტორად ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი აირჩიეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი „პაწია შენიშვნა მოგზაურ დასებს“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 ივნისს გამართული ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების კრების (თავმჯდომარე იაკობ ჩიმაკაძე) დადგენილებით საზოგადოებას ვალერიან გუნიასთვის მადლობა უნდა გამოეცხადებინა გასულ სეზონზე დრამატული დასის ხელმძღვანელობისთვის.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის მოთხრობა „კაკო დიაკვანი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის ზღაპარი „ომალ-ხან ჩოფანი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული სერგი მესხის ნარკვევი „მეყველეებთ ამხანაგობა“ ეხება კერძო სამეწარმეო ამხანაგობების რუსულ გამოცდილებასა და საქართველოში მისი დანერგვის აუცილებლობას.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ფრაგმენტები ანტონ ფურცელაძის მოთხრობიდან „მართა“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში ვაჟა-ფშაველა თბილისში მოემგზავრებოდა და გზად ტოლათსოფელში გაათია ღამე ვასილ კოპტონაშვილთან.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილი „ყეენობა ჯავახეთში“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში ვაჟა-ფშაველა ტოლათსოფელში ეწვია ვასილ კოპტონაშვილს.