ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასის მიერ წარდგენილ ჯიაკომეტის დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ მონაწილეობა მიიღო მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვი-აბაშიძისამ, რომელიც 16 წლის პატარა ქალის როლს ასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის განცხადება, რომ თეატრ „ბენეფისში“ ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ჯიაკომეტის დრამა „დამნაშავის ოჯახი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლის განცხადება, რომ 12 თებერვალს, ოთხშაბათს, 8 საათზე, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ წარმოადგენდნენ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 თებერვლის განცხადება იუწყება, რომ ოთხშაბათს, 12 თებერვალს, საღამოს 7 საათზე გაიმართება საზოგადოების წევრთა კრება, რომელიც, წინა კრებაზე აღძრულ საკითხთა გარდა, განიხილავს ბატონ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის მიერ წარმოდგენილ „საღმრთო ისტორიას“. განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძესა და სილოვან თომას ძე ხუნდაძეს ატყობინებს, რომ სამივე არჩეულია დამხმარე წევრად ქ. ქუთაისში და სთხოვს თავად აირჩიონ თავმჯდომარე, რომლის სახელზეც შესაძლებელი გახდება საქმიანი მიმოწერის გამართვა. შეტყობინებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა ლორის მელიქოვის ქუჩიდან გადავიდა საპერნის ქუჩაზე, მთავარმმართებლის თანაშემწის სახლის გვერდზე ალექსანდროვის ბაღთან, საკუთარ სახლში, N 4-ში. სტამბა ბეჭდავდა ყველანაირი ტიპის საქმეებს სხვადასხვა ენაზე ზომიერ ფასად. შეკვეთილი საქმე ხარისხიანად და დროულად ბარდებოდა დამკვეთს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა საყმაწვილო სურათებიანი წიგნი სახელწოდებით „შალვას თავგადასავალი“. წიგნის ღირებულება 20 კაპიკი იყო და, ვინც გამომცემლისაგან იყიდდა არანაკლებ ოც ცალ წიგნს, მას თითო მანეთზე აბაზი დააკლდებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა სულხან–საბას ლექსიკონები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 6 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრია და რუსეთი ბოლგარიის საკითხში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა საყმაწვილო სურათებიანი წიგნი „შალვას თავგადასავალი“ 20 კაპიკად და ვინც გამომცემლისაგან იყიდდა არანაკლებ ოც ცალს, მას თითო მანეთზე აბაზი დააკლდებოდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ალექსანდრეს ძე მანვეტაშვილის ფსევდონიმი იყო ი. ალექსანდრიძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფელეტონის „ბიბლიოგრაფიული შენიშვნის“ III და IV ნაწილები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 5 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთის გავლენის შესუსტება ბოლგარიაში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილმა ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ამედეის როლი ვერ ითამაშა კარგად, თუმცა ცუდადაც არ შეუსრულებია. ამედეის პერსონაჟი არ იყო აქტიური, თუმცა ამ შემთხვევაში მსახიობს უნდა გაეცოცხლებინა და მეტი ელფერი შეეძინა როლისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ იმედს იტოვებდა ქართველი ადამიანი არ გაძუნწდებოდა და ოდესაში მყოფ სასოწარკვეთილ სტუდენტებს დაეხმარებოდა. შეძლებისდაგვარად ყველას უნდა გაეღო დახმარება, რადგან თითოეული გროშიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, ოდესიდან ქართველი სტუდენტები ატყობინებდნენ, რომ მიუხედავად კარგად სწავლისა და ბევრი მცდელობისა ვერაფერს გახდნენ, ფინანსური სახსრები ვერ მოიპოვეს და დახმარება სჭირდებოდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თვისებები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლამონდომებულ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდათ – კეთილშობილური სითამამე, თავგანწირვა, თუნდაც ვაჟკაცური წინდაუხედავობა ყველა ადამიანისთვის აუცილებელი თვისება იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ქართველი სტუდენტები იმდენად მონდომებულები იყვნენ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ, უსახსრობას არ უშინდებოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ქართველი ახალგაზრდები ცდილობდნენ ოდესის უნივერსიტეტში მოხვედრას და უმაღლესი განათლების მიღებას. ოდესაში ბევრი ქართველი სწავლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ნ. მ. ჯორჯაძეს სამმოქმედებიან კომედიაში „სადავო მფლობელობაში“ თავისი როლი არ ჰქონდა ნასწავლი და არც სუფლიორს უსმენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ანდრონიკოვისამ სამმოქმედებიან კომედიაში „სადავო მფლობელობაში“ თავადის ასულის ქეთევანის როლი კეთილსინდისიერად შეასრულა. ეს როლი მის რეპერტუარში ძალიან კარგი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა სამმოქმედებიან კომედიაში „სადავო მფლობელობაში“ მარდად ითამაშა და ზოგიერთ ეპიზოდში საუცხოოდაც კი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძემ სამმოქმედებიან კომედიაში „სადავო მფლობელობაში“ თავი გამოიჩინა თამაშით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვამ სამმოქმედებიან კომედიაში „სადავო მფლობელობაში“ თავი გამოიჩინა თავისი როლით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ქართული დრამატული დასის წევრებმა სამმოქმედებიანი კომედია „სადავო მფლობელობა“ მხიარულად წარმოადგინეს.