რეგისტრირებული ფაქტები43009
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა N77 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელ გიორგი დავითის ძე აბულაძეს მიანიჭა საშუალო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის წოდება და დაამტკიცა თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 10 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის ბრძანების მიხედვით, გიორგი დავითის ძე აბულაძე დაამტკიცეს გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ა. ჯვარიშეიშვილი საერო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 26 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე დაადგინა, შემდგომი წლის 12 იანვრიდან დროებით მიიწვიოს ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლად 24 თავისუფალ გაკვეთილზე გიორგი აბულაძე, რომელსაც კიევის უნივერსიტეტში საბუნებსმეტყველო ფაკულტეტის 8 სემესტრი აქვს მოსმენილი. ამას აუწყებს ცნობის და სათანადო განკარგულებისთვის. გიმნაზიის დირექტორთან ერთად ხელს აწერს საქმის მწარმოებელი მ. რაზიკაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობა, რომ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო აკაკი გიორგის ძე აბულაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ 1911, 1912, 1913 წლებში ერევანში კერძო პედაგოგად მუშაობდა და იმავე პერიოდში სახალხო დირექტორმა ბორის იაკობის ძე ვასილიევმა მასწავლებლად მიიწვია პროგიმნაზიაში, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ იყო. აბულაძის საბუთები ე. წ. „ლექციის წიგნი" ერევნის ოლქის სახალხო სკოლების დირექციაში ინახებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 1-ლ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში და სწავლობდა კიოტინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 7 ივლისს გარდაცვალებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად სოფელ გუბში ადგილობრივი მოღვაწის ნესტორ წერეთლის საიუბილეო საღამოს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ოვაკიმეს ძე ბეზირგანოვი ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 18 ოქტომბრიდან სპირიდონ ბედიაშვილი ფონ ბრენერის კერძო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 იანვარს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით ქართული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.
1891
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი, თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელი, დაიბადა 1891 წლის 4 მაისს. მართლმადიდებელი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი თებერვლიდან თედო ბეგიაშვილი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ქართული ენისა და ფსიქოლოგიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან ანდრია ბეგიაშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 1-ლ სექტემბრამდე თამარ ბებურიშვილი მასწავლებლად მუშაობდა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის პირველი სექტემბრიდან თამარ ბებურიშვილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე კომიტეტმა გეოგრაფიისა და ბუნების-მეტყველების მასწავლებლად მიიწვია.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ლ სექტემბერს თამარ ბებურიშვილმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სასწავლებელთა გაეროვნების გამო ხონის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრა მავრიკის ასული ჩხენკელი-ზველსკაია შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ხონის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგი რახელ ბახარევსკაია სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის მოსამზადებელი კლასის პედაგოგი გ.პოპოვი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის გალობის პედაგოგი გრიბუშინი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის ხატვა-ხაზვის პედაგოგი ა. ლუტოსლავსკი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.