ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45416

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წელს სოსიკო მერკვილაძეს ალექსანდრეს ბაღის პირდაპირ წიგნის მაღაზია „ცოდნა“ ჰქონდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ მიხეილის ძე მელიქიშვილი თბილისის კერძო საავადმყოფოში მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თერაპევტი ვასილ მიხეილის ძე მანსვეტოვი თბილისის კერძო საავადმყოფოში მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თერაპევტი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე თბილისის კერძო საავადმყოფოში მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თერაპევტი გრიგოლ გრიგოლის ძე მაღალაშვილი თბილისის კერძო საავადმყოფოში მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ნევროპათოლოგი და რადიოლოგი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი თბილისის კერძო საავადმყოფოში მუშაობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „დაამსხვრიეთ სულიერნი ბორკილნი“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თერაპევტი და პედიატრი ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე თბილისში, ქსენიას ქ.№12-ში მდებარე, კერძო საავადმყოფოში მუშაობდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორი გრუშევსკი ივანე ხაჩატუროვს ცილისწამებისთვის უჩიოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას წერილი „მე და შენ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ლორთქიფანიძის წერილი „წინად და ახლა“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თერაპევტი და პედიატრი შალვა ანტონის ძე მიქელაძე ვაგზლის კერძო სამკურნალოში მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დერმატოლოგ-ვენეროლოგი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე ვაგზლის კერძო სამკურნალოში მუშაობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ მიხეილის ძე მელიქიშვილი ვაგზლის კერძო სამკურნალოში მუშაობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 ივლისის „დროებაში“ ელენე მამულაშვილისას „ბენედეტა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 ივლისის „დროების“ ცნობით, ელენე მამულაშვილისა მწერალი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, მოსე ნათაძემ ბ. ფურერს ფულადი შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა

1901

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა 1901 წლის 28 ოქტომბრის კრების დაწყებამდე ნიკო ცხვედაძის წინადადებით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს განსვენებულ გიორგი ღოღობერიძეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს გამართული ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის სექტემბერში სოფელ გოჩაჯიხაიშის ადგილობრივი შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძემ დაადგინა, ბანკის 1901 წლის წმინდა მოგებიდან ამხანაგობისთვის დაერიიგებინათ მხოლოდ 10%, დანარჩენი მოხმარებოდა საქველმოქმედო საქმეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ფოთის საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქალაქის სანიტარული მდგომარეობა. მოხსენებით გამოვიდა სანიტარულ-აღმასრულებელი კომისიის წევრი, ხმოსანი კონსტანტინე მიქაბერიძე.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-95 წლებში თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე სალხინოს სულთმოფენობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „გიორგი ივანეს ძე ნატრაძე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისს ხონში „ისმინე ისრაილ“ და დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 ივნისს ხონში ვალერიან შალიკაშვილის მიერ თარგმნილი პლატონის პიესა „ხალხი“ წარმოადგინეს.