ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40815

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი შექსპირის „მეფე ლირის“ წიგნად გამოცემის ნებართვა გასცა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ 1877 წლის პირველი იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება მისცა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის სექტემბრიდან თელავში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი თავისი პანსიონით სახელმწიფოს ხარჯზე აღსაზრდელ მოსწავლეთათვის. სასწავლებლის გახსნისთვის თელავში მოღვაწე სასულიერო პირებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს საჭირო თანხა, რაც სასწავლებლის ზედამხედველ ნიკოლოზ მთვარელიშვილის დამსახურება იყო.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ დაიბეჭდა ილიას შემდეგი ლექსები: „გაზაფხული“, „გუთნისდედა“, „მძინარე ყმაწვილს“, „სიმღერა ამხანაგებისა“, „სიყვარული მამულისადმი“, „ქართვლის დედას“, „ჩიტი“ და ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „აჩრდილი“ (V თავი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის აგვისტოში სოფელ ახალქალაქში ეკატერინე გაბაშვილის ინიციატივით პირველი ქართული წარმოდგენა გაიმართა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის აგვისტოში სოფელ ახალქალაქში წარმოადგინეს გიორგი ერისთავის მიერ გადაკეთებული კომედია „ძუნწი“ და ეკატერინე გაბაშვილის პატარა სცენა „ყმაწვილი ქალის ცხოვრებიდან“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 30 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჭყონიას სტატია „დასაბადებელ დღეურას“ მაჭახელაძის ფსევდონიმით. წერილი ილია ჭავჭავაძის ახალი გაზეთის გამოსვლას ეხებოდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 25 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ახალი ქართული გაზეთი“ დაიბეჭდა. წერილში იგი ახალი გაზეთის გამოცემაზე საუბრობდა, რომელიც, მისი აზრით, ილია ჭავჭავაძეს კერძო ინტერესებისთვის სჭირდებოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაღებად კავკასიის საცენზურო კომიტეტში შეიტანა განაცხადი. გაზეთი 1877 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გამოსულიყო.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჭყონიას პარიზში გაუგზავნა ბესარიონ ღოღობერიძისა და სტეფანე ზარაფოვისგან მიღებული თანხა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 11 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატიის „პირველი ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“ მეორე ნაწილი.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „პირველი ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის მიერ მოწვეულ ყრილობას. ყრილობის განხილვის საგანი იყო არსებული ჟურნალ-გაზეთები და ახალი გაზეთის დაარსების საჭიროება.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 6 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „განა „საჭირო“ უდროოა?“, რომლითაც ნიკოლაძემ აკაკი წერეთლის სტატიას „უდროვო ბრძოლა“ უპასუხა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 4 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის კრიტიკული წერილი „უდროვო ბრძოლა“, რომელიც ქუთაისის ბანკის საკითხებზე ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის კამათს ეძღვნებოდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ივნისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის წერილის „რატომ და რისთვის“ პასუხად „Тифлисский Вестник“-მა დაბეჭდა სტატია „ცხარე პასუხი თბილისის სამიწათმოქმედო ბანკის მმართველობას“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 28 მაისს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „რატომ და რისთვის (პასუხად „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკის“ ავტორს)“ მეორე ნაწილი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სატავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო ტიტულოვანმა მრჩეველმა დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძემ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა სიმონ როსტომის ძე წერეთელმა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, შორაპნის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო გენერალ-მაიორმა ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელმა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, შორაპნის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო გენერალ-მაიორმა სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანმა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პორუჩიკმა დიმიტრი გიორგის ძე ნაკაშიძემ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კაპიტანმა მამია დავითის ძე გურიელმა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპოლკოვნიკმა დავით გიორგის ძე ერისთავმა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკმა გრიგოლ დავითის ძე გურიელმა.