ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამთო ინჟინერმა გიორგი დეკანოზიშვილმა ქალაქის გამგეობაში შეატანა განცხადება, ქალაქის ინჟინრის, ტ. ა. ენფიაჯიანცის ადგილს ითხოვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძისას წლისთავზე პანაშვიდს გადაიხდიდა ოჯახი: ძმა იოსებ დადიანი და მისი მეუღლე თამარა გრიგოლის ასული, ძმისწულები − ილია დადიანი, ეკატერინე და მისი მეუღლე ვლადიმერ ალექსის ძე ჟერებკოვი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 ივლისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატიის „ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის განყოფილება ძველ სენაკში“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 ივნისის „დროებაში“ ანა თუმანიშვილის ნათარგმნი მოთხრობა „მამის მსხვერპლი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში არტემ ახნაზაროვი ლექსებს წაიკითხავდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, ბ. ფურერმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 106.20 მანეთი შესწირა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე მაჩაბელმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე მაჩაბელი 1854 წლის 27 იანვარს თამარშენში დაიბადა.

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის ივნისში ალექსანდრე წუწუნავა და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი რუს მსახიობებთან ერთად დასავლეთ საქართველოში გასტროლებზე წავიდნენ.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის ივნისში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 27 ივნისს ჭიათურაში დრამატულმა საზოგადოებამ ვალერიან გუნიას მონაწილეობით სპექტაკლი „ღალატი“ წარმოადგინა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი „დაბა-სოფლები“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივლისს ხონში, წარმოდგენების სეზონის გახსნაზე, სათეატრო გამგეობის სახელით სიტყვა წარმოთქვა პოლიევქტო კიკალიშვილმა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ივანე მაჩაბლის ხსოვნას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე თევდორეს ძე დადვაძის წერილი „მოღვაწენი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისს ჭიათურაში ადგილობრივი დრამატული საზოგადოების სცენის მოყვარულთა წრემ წარმოადგინა ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ და ვალერიან გუნიას „მონადირე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი შალიბაშვილის მოთხრობა „კიბე“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ივანე მაჩაბელი პეტერბურგში დაბრუნდა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ გაგარინის დარბაზში პირველი ქართული წარმოდგენა („მზის დაბნელება“) გამართა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 ივლისს ხონში ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ დადგეს.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და გერმანიაში, ოპენჰაიმის აკადემიაში, მეურნეობის შესასწავლად გაემგზავრა, შემდეგ კი სწავლა საფრანგეთში, მევენახეობის ფაკულტეტზე, განაგრძო.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 15 ივნისს პატარა ცემში ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძის სანატორიუმი გაიხსნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის საოლქო სასამართლომ დაასრულა კავკასიის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორის, გრუშევსკისა და ივანე ხაჩატუროვის საქმე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „ნამდვილი ამბავი“.