ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44961

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სიყვარული“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 20 ივლისს თელავში ილიაობის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ბეგლარ ახოსპირელი, იოსებ მჭედლიშვილი, მელქო აჯიმამუდოვი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის „წერილი რედაქციის მიმართ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის სტატია „მემკვიდრეობის დრამა“ (ტრ. რამიშვილი – „საბედისწერო დამბაჩა“)

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს ქარელში ადგილობრივ სცენისმოყვარეთა – ნატალია გაბუნია-ცაგარლისა და ნიკოლოზ გოცირიძის – მონაწილეობით „ხანუმა“ წარმოადგინეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 ივლისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ლექსი „ჰეინედამ“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 12 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ქართველიშვილი „სურათებიანი ვეფხისტყაოსნის“ გამომცემელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 ივლისის „დროების“ ცნობით, იაკობ მანსვეტაშვილმა ფიზიკის სახელმძღვანელო შეადგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ივლისს ლუარსაბ მაღალაშვილის წინამძღოლობით რამდენიმე პირი ივანე მუხრან-ბატონთან გაემგზავრა, რათა ეთხოვათ, რომ სახელმწიფო—საადგილმამულო ბანკის მოქმედება ქართლ-კახეთზეც გავრცელებულიყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს დრამატული კურსების ხელმძღვანელობა დაევალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძის ლექსი „შვილი მუშა ბოქულაძისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას წერილი „წარსულიდან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე ჭავჭანიძის პიესა „ყრუ სოფელში“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე ი. დეისაძესა და ილია მარდალეიშვილს გატანილი ჰქონდათ ევროპული და ქართული სტილის ფეხსაცმელი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 ივლისს ხონში წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“ ნატალია ჯავახიშვილის, თამარა გოგოლაშვილის, ვალერიან შალიკაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძის მონაწილეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს გამართულ ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ა. ი. ფლორენსკი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ი. მ. დოლუხოვი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ლისინოვმა და გრიგოლ ტერ-პეტროსიანმა კაბები და თავშლები წარადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე დადვაძის სტატია „ქართველი მომღერლები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „სეზონის მოლოდინში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას მოთხრობა „ოთხი ხე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის თხზულება „აღსარება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ღამეა“.