ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44984

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ნატო ჯავახიშვილი და თამარა გოგოლაშვილი ხონის დასის მიწვეული წევრები იყვნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ხონის თეატრში თამარა გოგოლაშვილის ბენეფისზე „ქოჩრიანი ტოროლა“ წარმოადგინეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 ოქტომბერს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში გამართულ კავკასიის საქონლის მომშენებელთა კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება მერძევეობის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გამართულ მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილების პირველ სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული არქეოლოგიური ნაშთების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება, რომლის ხაზინადრად კავკასიის მუზეუმის დირექტორის თანაშემწე მილლერი აირჩიეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის აგვისტოში ნატალია გაბუნია-ცაგარლისა ავად გახდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ვარლამ ხუროძემ რუსულიდან თარგმნა ა. შვარცის პიესა „ყოფაქცევის ნიშანი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძემ რუსულად თარგმნა ტრიფონ რამიშვილის პიესა „საბედისწერო დამბაჩა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძემ რუსულად თარგმნა ტრიფონ რამიშვილის პიესა „საბედისწერო დამბაჩა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი თვის დასაწყისში ხონში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ილია ბახტაძემ სამტრედიის 2-კლასიან სასწავლებელში წაიკითხა ლექცია დანიელ ჭონქაძის შესახებ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: იოსებ ივანიძე, გიორგი არადელი-იშხნელი, ვიქტორ მატარაძე, დავით მგალობლიშვილი, კოტე მესხი, ვალერიან შალიკაშვილი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ხონში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას სამმოქმედებიანი კომედია „კვალ და კვალ“ და ერთმოქმედებიანი კომედია „ადვოკატთან“. რეჟისორი – ნიკოლოზ გვარაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 აგვისტოს ილია ბახტაძემ სამტრედიის 2-კლასიან სასწავლებელში წაიკითხა ლექცია „ახალგაზრდა ქართველი პოეტები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი 1-ელ აგვისტოს ბანძაში გამართული წარმოდგენების შესახებ („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ჭკუისა მჭირს“).

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ბეგლარ ბეგლარიძე, ზაქარია ბერიშვილი, ვალერიან გუნია, იოსებ გრიშაშვილი, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს შალვა გოგოლაშვილი, ე. კეჟერაძე, მ. რატიანი, ივანე ჭავჭანიძე, შ. რატიანი, ნ. ნადარეიშვილი და დ. მებუკე ხონის დასის სცენის მოყვარეთა წრის წევრები იყვნენ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: ნინო შიოს ასული დავითაშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, არეთა ლოლუა, მარო მდივანი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ნატალია ჯავახიშვილი, პაშა შოთაძე და სხვ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 ივლისის „დროებაში“ ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი „საზარელი მკვლელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ქუთაისში მოსამზადებელი სასწავლებლის გახსნას აპირებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ძეგლის ასაგებად ხელმოწერები მიიღებოდა თბილისის გამგეობაში.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წლის 3 დეკემბერს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის უსიამოვნებების შესახებ „ლიტერატურული გაზეთიდან“ შეიტყო და სთხოვა, მისთვის მოკითხვა და თანადგომა გადაეცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გაიმართა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილების პირველი სხდომა, რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული არქეოლოგიური ნაშთების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნატალია გაბუნიასთვის მიძღვნილი იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ეჰ, ვინ უწყის...“.