ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41118

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გიორგი ფოცხოველმა დაწერა ოთხმოქმედებიანი კომედია „ყორნები“ თავად-აზნაურების ცხოვრების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გიორგი ფოცხოველმა დაწერა ოთხმოქმედებიანი დრამა „განადგურებულნი“ გლეხებისა და თავადაზნაურობის ურთიერთობის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული სცენისმოყვარეთა წრის წევრებმა ნ. ლობჟანიძემ, სერგო იოსების ძე ჭეიშვილმა და ოქრო ლობჟანიძემ მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად ათ-ათი შაური გაიღეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში გიორგი ფოცხოველი წერდა რომანს „თავის ქალა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძემ თარგმნა ერთმოქმედებიანი უკრაინული პიესა „შემოდგომა სიყვარულისა“.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ზაქარია გულისაშვილი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 29 ივნისს ხონის დრამატულმა საზოგადოებამ ზაფხულის სეზონი დაიწყო, წარმოადგინეს შალვა დადიანის „შენი ჭირიმე“ და კოტე ყიფიანის „დატრიალდა ჯარა“, რომელთა რეჟისორი იყო ალექსანდრე ყალაბეგიშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძის მიერ შექმნილ თეატრალურ ამხანაგობას წარმოდგენების გამართვაში დროდადრო ეხმარებოდნენ სოსო გიორგის ძე ივანიძე, სანდრო მელქოს ძე ბაჯიაშვილი, მიშა ლელაშვილი, ხოზიაშვილი და სხვ.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძის მიერ შექმნილ თეატრალურ ამხანაგობას თანდათან მიემატნენ წევრები: ვასო ზაქარიას ძე ცაბაძე, დიმიტრი იორდანაშვილი, არჩილ არავიაშვილი, ს. გველესიანი, ვანო იორდანაშვილი, ვ. მათურელაშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძე თხზულება „ობოლი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდს მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი გორში, ცხინვალში, ბორჯომში, წაღვერში, ბაკურიანში, ჭიათურაში, საჩხერეში და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „ვნახე საფლავი“ (ალექსანდრე წულუკიძის ხსოვნას).

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დუშეთში ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა წრე, რომლის გამგეობოს წევრებად აირჩიეს დ. კობიაშვილი, ს. ნამორაძე და გრიგოლ დავითის ძე მაისურაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს საგუბერნიო ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი გაგზავნეს თელავის მაზრაში, სადაც სხვადასხვა გადამდები სენი გაჩნდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა ქართული ეროვნული სიმღერებისა და მელოდიების შესწავლა დაიწყო.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელი გაიცნო.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელა ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა თბილისში კერძო სამუსიკო სასწავლებელი გახსნა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ხარლამპ ივანეს ძე სავანელი სახელმწიფო ბანკში მუშაობდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოსკოვის კონსერვატორიის დირექტორმა მიხეილ მ. იპოლიტ-ივანოვმა თავისი ნაშრომის „სიუიტას“ წერის დროს ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მიცემული მასალებით ისარგებლა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის წერილი „ხაშურის თეატრი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში ადგილობრივი დრამატული წრის გამგეობამ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის წერილი „ვინ დააარსა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა დაწერა პიესა „ზილოთი“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 31 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილის რედაქტორობით გამომავალი ჟურნალ „მნათობის“ გამოწერა 1872 წლიდან შვიდი მანეთი ეღირებოდა.