რეგისტრირებული ფაქტები51066
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გოლოვინის პროსპექტის №10-ში ახალი თეატრის, „არგონავტების ნავის“, გახსნას დაესწრნენ ქართველი მწერლები, პოეტები, ეროვნული საბჭოს წევრები და რუსი მხატვრები, მათ შორის პოეტი გოროდეცკი და კომპოზიტორი ჩერეპნინი. მწერალი ლვოვი საზოგადოებას მიესალმა და ამ საქმის მოთავე ჯგუფის მიზანი გააცნო – ისეთი კუთხის მოწყობა, სადაც შეიკრიბებოდნენ ლიტერატორები, რომლებიც პოლიტიკისგან შორს იქნებოდნენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 4 ოქტომბერს ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში დაბრუნებისას ცხინვალის გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე მოკლეს.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძეს (იმ დროს მღვდელი იყო) ვნუკოვის დამსჯელმა რაზმმა ცხინვალში შესვლის დროს სახლ-კარი გადაუწვა და ცოლ-შვილი დაუწიოკა. თვითონ ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გააციმბირეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ 5 სახალხო გვარდიელი მეორე ხარისხის გიორგის ჯვრით დააჯილდოვა, 77 – მესამე ხარისხის ჯვრით, 37-მა კი მეოთხე ხარისხის გიორგის ჯვარი მიიღო. მესამე ხარისხის გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს ვერა ლუბატოვიჩიც, ხოლო მეოთხით – თამარა სამხარაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 სექტემბერს სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა ორთაჭალაში (ხარფუხის რაიონი) ახალი მუშათა კლუბი გახსნა. გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვადასხვა დემოკრატიული დაწესებულებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები. კლუბის გამგეობა მხატვრულ-ლიტერატურულ, დრამატულ და მუსიკალურ სექციებად იყო დაყოფილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 მაისის დღესასწაულის ორგანიზება დამფუძნებელი კრების წევრ გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძეს დაავალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 მაისს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი გრიგოლ რცხილაძე კონსტანტინოპოლიდან თბილისში დაბრუნდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 მაისს გამოვიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“. ჟურნალის პირველ ნომერში დაიბეჭდა ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის ტექსტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიული ცნობებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. მას დართული ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის ფოტო და ნაშრომთა სია (1897-1920).
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა ვასილ გიორგაძის მონოგრაფია „სასულიერო პოეტები: იოვანე საბანისძე, ივანე მინჩხი და ფილიპე“, სერგი მაკალათიას „ატენის სიონი“ (ატენის სიონის აღწერილობა. შენიშვნა სქოლიოში: წაკითხულია საარქეოლოგიო სემინარიაში), ლექსები: ბარბარე (ბაბილინა) ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილის „ცოცხალი თაიგული“ და „მგზავრი“ , ილია სიხარულიძის „ღელვა“ და „ცისფერი მადამი“, ვ. გორგაძის „არ-ესა“, ს. აბულაძის ეტიუდი, დემნა შენგელაიას ჩანახატი „ვერ დამიმონებ“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მაისს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ლანჩხუთში გაემგზავრა. მისი მოვალეობის შესრულება საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს დაევალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მაისს აკაკი ჩხენკელმა ქართული ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე გრიგოლიასგან ეროვნული გმირების საჩუქრებისთვის განკუთვნილი 100 000 მანეთის სოხუმიდან გამოგზავნის შესახებ დეპეშა მიიღო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 30 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს პოეტი ნოე ჩხიკვაძე. მწერალთა სახელით სიტყვა თქვა აკაკი პაპავამ, რედაქცია „ერთობის“ სახელით – ლეო ნათაძემ, ჟურნალ „ცისარტყელას“ სახელით — გიორგი ქუჩიშვილმა და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 მაისს ზუგდიდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში აღნიშნულია, რომ სალომე მიურატის სასახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინეს და ბოროტმოქმედები დააპატიმრეს და რამდენიმე ნივთი მიურატის რწმუნებულის, მღვდელ ჭანტურიას სახლში იპოვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივნისს პოეტმა მაზურკევიჩმა ფრონტის დამხმარე კომიტეტს ომში დაზარალებულთა დასახმარებლად 5000 მანეთი შესწირა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 23 ივნისს ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ამორალური ქმედებების გამო აბელ ენუქიძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სატარიფო პალატის განკარგულება მოსამსახურე პირებისთვის 10 000 მანეთის საქონლის მიცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის 6 წევრმა (ფრაქციის მემარჯვენე ფრთა) ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დაარსების შესახებ განუცხადა. დაარსდა დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის გაზეთი „კლდე“, გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 სექტემბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფ. ივანე ჯავახიშვილი თელავს გაემგზავრა ორი კვირით დასასვენებლად. მისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა საბჭოს მდივანი პროფ. იოსებ ყიფშიძე
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ივნისს ირაკლი წერეთელი და გრიგოლ ურატაძე ლანჩხუთში ჩავიდნენ. რაიონში გამართულ კრებაზე ირაკლი წერეთელი მოხსენებით გამოვიდა დასავლეთ ევროპის მდგომარეობის შესახებ.