ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40212

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, მოგონებები უნდა წაეკითხათ: კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ლეონ მელიქსეთ-ბეგსა და გიორგი ჩიტაიას.

1959

ტიპი: ორგანიზაცია

1959 წელს ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს გადაეცა საშვი საქართველოს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ამავე წლის 9 ივნისიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 21 ივლისს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სახელმწიფო წიგნის პალატას 1960 წლისათვის განზრახული ჰქონდა „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა და შეახსენა ეცნობებინა, რა თემაზე და რა მოცულობის სტატიას მოამზადებდა, რათა დასაბეჭდად გაეთვალისწინებინათ.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის 15 ოქტომბერს, 8 საათზე, თბილისის საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქრისტინე შარაშიძე რუსთაველის სახელობის თეატრის საკონცერტო დარბაზში საქართველოში პირველი სტამბის დაარსების 250 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე მიიწვია.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს საქართველოს სსრ სახელმწიფო წიგნის პალატას „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა ჰქონდა განზრახული, ამიტომ აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა ეცნობებირა, რა ტიპის სტატიის დაწერას აპირებდა, რომ რედაქციას გაეთვალისწინებინა.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წლის 12 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ ლიზა ცაგარელსა და კოლია საღარაძეს მიულცა ქორწინებიდან 50 წლისთავი და საქართველოდან 28 წლით წასული შვილის – ლევიკოს დაბრუნება.

1960

ტიპი: ღონისძიება

1960 წლის 12 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ ლიზა ცაგარელსა და კოლია საღარაძეს გაუგზავნა წერილი , რომლის მიხედვითაც მან მათი ვაჟი, ლევიკო საღარაძე მონათლა.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს ქრისტინე შარაშიძემ მარტონ იშტვანოვიჩს თბილისიდან ბუდაპეშტში გაუგზავნა წერილი, დაახლოებით 25 წლის წინ დაწერილი გამოკვლევის ამონაბეჭდი და „კომუნისტიდან“ ამოჭრილი ილონა ბეკეშის წერილი.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს თბილისში ფილოსოფოს მოსე ივანეს ძე გოგიბერიძის წიგნი „რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები“ გამოიცა.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წლის 27 მარტს თინათინ ენუქიძემ ქრისტინე შარაშიძეს შეატყობინა, რომ შეასრულებდა მის დავალებას.

1961

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის შექმნის 40 წლისთავთან დაკავშირებით 1961 წლის 10 მაისის ბრძანებულებით ქრისტინე შარაშიძე დააჯილდოვა სსსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით რესპუბლიკის სახალხო მეურნეობისა და კულტურის დარგში ნაყოფიერი მუშაობისთვის.

1962

ტიპი: ღონისძიება

ქრისტინე შარაშიძემ თამაზ კალანდაძეს ევგენი ხარაძესთან გაატანა 1962 წლის 5 თებერვლით დათარიღებული წერილი და თავისი ნაშრომი სამხრეთ საქართველოს შესახებ.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ევგენი ხარაძეს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საქართველოს შესახებ თავისი ნაშრომის რამდენიმე ფურცელი ნაჩქარევად დაწერა და მათი დაბრუნება სთხოვა შესამოწმებლად და შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბეჭდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 ივნისს შალვა აბრამიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი და მადლობა გადაუხადა დავით ბრეგვაძის ხელით „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალების (XV-XVI სს)“ გაგზავნისთვის.

1963

ტიპი: გარდაცვალება

1963 წელს პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელ­ი პოლიევქტო სოფრომის ძე გაგოშიძე გარდაიცვალა.

1963

ტიპი: ორგანიზაცია

1963 წელს ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა კარლ მარქსის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბილიოთეკის ბილეთი (საშვი) ამავე წლის 16 ოქტომბერიდან 31 დეკემბერამდე.

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წელს ქრისტინე შარაშიძე პენსიაზე გავიდა. საბუთს ხელი მოაწერა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ელენე მეტრეველმა.

1964

ტიპი: ორგანიზაცია

1964 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების სექტორის გამგეობამ ორჯონიკიძის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქრისტინე შარაშიძეს დაენიშნა პერსონალური პენსია. თუ ის იღებდა სხვა სახის პენსიას, უნდა შეეწყვიტათ და მიეცათ ცნობა, რა თანხა ჰქონდა მიღებული 1964 წლის 1-ელი ნოემბრიდან, რათა შემდეგ ეს თანხა დაექვითათ. თუ შარაშიძე არ იღებდა სხვა სახის პენსიას, მისთვის ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა მიეცათ.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ I წიგნი დაიბეჭდა.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ ცნობით დაადასტურა, რომ ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე ამავე წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს სსრ რესპუბლიკის მნიშვნელობის პესონალური პენსიონერი იქნებოდა. მისი პენსია განისაზღვრა 80 მანეთით.

1964

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძემ ითხოვა მოწმობით დადასტურება, რომ 1964 წლის პირველი ნოემბრიდან არ მუშაობდა და მხოლოდ პენსიით ცხოვრობდა.

1964

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1964 წლის პირველი ნოემბრიდან ქრისტინე შარაშიძეს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების დამნიშვნელი კომისიის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსია, 80 მანეთი დაენიშნა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან საფრანგეთში ძმის შვილს – თამარ შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა და ახალი წელი მიულოცა.