ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40212

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პირველი პუბლიკაცია, ლექსის „ჩიტი“ თარგმანი.

1857

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ იაფფასიან სასადილოში გაიცნო პროფესორი ვლადიმერ სპასოვიჩი, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავდა.

1857

ტიპი: ორგანიზაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის კავკასიელ სტუდენტთა წრის ხელმძღვანელი გახდა და სხვა სტუდენტებთან ერთად ხელი მოაწერა დავით ჩუბინაშვილის მიერ ამ წრისთვის გადაცემული სალომე ბატონიშვილისეული 38 წიგნის მიღების დოკუმენტს.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ თავისი რამდენიმე ლექსი დასაბეჭდად გადასცა „ცისკარს“.

1857

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო 1857 წელს.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი ლექსები გრიგოლ ორბელიანთან ინახებოდა, ტრაგედია „იული ტერენტელი“ კი დაკარგული იყო.

1856

ტიპი: განათლება

1856 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის მერვე კლასი დაამთავრა.

1855

ტიპი: ღონისძიება

1855 წლის 23 მაისს ახალქალაქის რაზმის ნაწილმა პოლკოვნიკ გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის მეთაურობით თურქთა კავალერია დაამარცხა დაბა სელდასთან გამართულ ბრძოლაში.

1855

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1855 წლის 3 თებერვალს ვორონეჟის გუბერნიაში დაიბადა ილია ჭავჭავაძის გარდაცვლილი ძმის, კონსტანტინეს, შვილი, რომელსაც სიმონი დაარქვეს.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-91 წლებში ილარიონ ანტონის ძე წივწივაძე ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: გარდაცვალება

1854 წლის 3 ივნისს კონდოლთან ლეკებთან შეტაკების დროს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა კონსტანტინე.

1854

ტიპი: ღონისძიება

1854 წლის 27 მაისს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი, რომელიც თავისი რაზმით გამაგრებული იყო ნიგოითის მაღლობზე, თურქებს შეებრძოლა და გააქცია ისინი.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1854 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი დაიბადა.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე მაჩაბელი 1854 წლის 27 იანვარს თამარშენში დაიბადა.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1854 წელს ილია ჭავჭავაძის ოჯახი ყვარლიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

1853

ტიპი: სტატუსი

1853 წლის 8 ოქტომბერს სამეგრელოს მთავრის ქვრივი, ეკატერინე დადიანი დაინიშნა სამეგრელოს მთავრად.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 25 თებერვალს ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველომ განიხილა თბილისის სამხედრო გუბერნატორ ივანე ანდრონიკაშვილის შუამდგომლობა გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ საჭირო საბუთები სრულად არ იყო წარმოდგენილი, უარი თქვა თხოვნის შესრულებაზე.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 19 თებერვალს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა გრიგოლ ჭავჭავაძის შვილებს, ილიასა და თეიმურაზს სახელმწიფოს ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან უშუამდგომლა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის 31 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ თხოვნით მიმართა თელავის მაზრის უფროს რამაზ ანდრონიკაშვილს, რომ თბილისის სამხედრო გუბერნატორ და სამოქალაქო საქმეთა მმართველ ივანე ანდრონიკაშვილთან ეშუამდგომლა, თავისი ძმის, გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების, ილიასა და თეიმურაზის, სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით.

1852

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1852 წლის 25 დეკემბერს თელავთან, კურდღელაურში დაიბადა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე ყვარლის სასაფლაოზე მეუღლის, მარიამ ბებურიშვილ-ჭავჭავაძის გვერდით დაკრძალეს.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო გვარდიის შტაბს-როტმისტრმა ლევან დავითის ძე გურიელმა, რომელიც არჩეულ იქნა საზოგადოების წინამძღოლად.