ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41336

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოკი ებრალიძის წერილი „პროვინციის სცენა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ილია ჭავჭავაძე“ II ნაწილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის საზაფხულო სეზონზე ხონის თეატრალური დასის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ფაცია და აგრაფინა ბახტაძეები, მარო ბალანჩივაძე, ლუბა ჩხენკელისა და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის მოთხრობა „მგოსანი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 28 ივლისს ცხინვალში საქველმოქმედო საღამოზე წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი" და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში".

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 25 აპრილს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დამწესებელათა კრებაზე ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად ვახტანგ ორბელიანი და ვახტანგ თულაშვილი აირჩიეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 25 აპრილს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დამუზნებელთა კრებაზე ბანკის დირექტორად ალექსანდრე ჩოლოყაშვილი აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 აპრილის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსები დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა „მშვენიერი ლენა“ (გაგრძელება).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ლ. ფ.-ს ხელმოწერით რუბრიკაში „ ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა წერილი „ზესტაფონის თემი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ერთა ლიგა და საქართველო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მილოცვები „საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ამნისტია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მუშათა მაგიდა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“ (ნაწილი 12).

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ტროფიმე ჯოხთაბერიძე ბანძის ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლის უფროს მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 17 სექტემბერს ანტონ კეკელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებეკლი საზოგადოების გამგეობის მდივანს, დავით კარიჭაშვილს N120 წერილის პასუხად ახალი სენაკში, სოფელ ბანძაში, ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სასწავლებელში სახელმძღვალოების გაგზავნა სთხოვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისი“ დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის „თეატრს ანგრევენ“ (წერილი დ. ცხინვალიდან).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესის „ცხოვრება“ IV ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა „ირაკლის პირველი დრო“, რომლის ფასი 6 შაური იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს ვასილ ალექსანდრეს ძე თუმანიშვილმა, გ. ბარძიმოვმა, ს. ტერ-სარქისოვმა და მიხეილ გიორგის ძე ხომიზურიშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს მ. ოგანეზოვმა, სოლომონ სოლომონის ძე მეტრეველმა, ა. ოგანეზოვმა და ავეტიკ ხითაროვმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს ნერსე გრიქულოვმა, ნიკო არუთინოვმა, შაქრო მარქაროვმა და მარტიროზ სერგოს ძე კარაპეტიანცმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს მარკოზ თევდორეს ძე კევლიევმა, გარსევან პავლეს ძე კურდღელოვმა და გასპარ ოსიპოვმა.