ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გრიგოლ დიასამიძე გაზეთ „თემის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ილია ხვადაგიანმა ლაილაშის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს შალვა გოგოლაშვილი, ელენე ჩერქეზიშვილი, ნინო ჩხეიძე და ანიკო ჩხეიძე მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს შალვა შარაშიძე, პაშა შოთაძე, მიხეილ შოთაძე, ნიკოლოზ ჩაგუნავა და დავით ჩარკვიანი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ეფემია მესხი თბილისში, მაკო საფაროვას ბენეფისზე, პირველად გამოვიდა სცენაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას სტატია „რკალები“ (რელიგია ზეკაცობისა).

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნატო ჯავახიშვილი, ალექსანდრე ჯაყელი, ნიკოლოზ ციციშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, ეველინა წუწუნავა და სტ. ხარაზიშვილი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სიონის ტაძარში წირვაზე სიტყვა წარმოთქვა კალისტრატე ცინცაძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მიხეილ ბეთანიშვილმა კავკასიის გამოფენაზე წარადგინა სხვადასხვა ექსპონატი: კავკასიის მარმარილო (ონიქსი), აზბესტი და ინფუზორის მიწა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრო თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და მისი თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ გენერალ-ადიუტანტი, თავადი ივანე გივის ძე ამილახვარი, გენერალ-ლეიტენანტი, თავადი მიხეილ ამირეჯიბი და სხვ.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 14 სექტემბრის „დროების“ ცნობით, თბილისში ურთიერთშორის დამხმარე საზოგადოება მასწავლებელი და მოსწავლე ქალებისა დააარსეს ა. თუმანოვისამ, პ. სულხანოვისამ, ს. ბაბაევისამ, მ. მ. მელიქოვისამ, მარიამ არღუთინსკი-დოლგორუკოვისამ, ა. იაკოვლევისამ და მ. მანუჩაროვისამ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ ვლადიმერ მიქელაძის სტატია „დათა გუგუნავა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის „უკანასკნელი სურვილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ანა ამილახვრის ხელმძღვანელობით გორის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ ლატარეა–ალეგრი უნდა გამართულიყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ალექსანდრე მირიანაშვილის მიერ შედგენილი მოძრავი ასოები იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ბესარიონ გაბაშვილის ლექსები დაბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი დემურაშვილმა ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის სახლში ლითოგრაფიის საწარმო გახსნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 სექტემბრის „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანაშვილის სტატიის „ძველი ქართული ოჯახი“ მესამე ნაწილის დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანბატონის ღვინოები შესასწავლად ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ვასილ პეტრიაშვილსა და სტეფანე მელიქიშვილს გაუგზავნეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი, სტეფანე მელიქიშვილი და ივანე მუხრანბატონი. ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორები იყვნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის ახალი პიესა:„ირინეს ბედნიერება".

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 სექტემბერს თბილისის სახალხო თეატრში, ავჭალის ქუჩაზე, გაიმართა სეზონის პირველი ქართული სახალხო წარმოდგენა – ზაქარია გულისაშვილის პიესა „დრონი მეფობენ".

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 22 სექტემბერს თბილისის ქალაქის გამგეობამ მიიღო თბილისის გუბერნატორ ივანე სვეჩინის წერილი იმის შესახებ, რომ ქალაქის მოურავის მოადგილედ დაამტკიცეს გამგეობის წევრი მ. ს. შესტაკოვი.