ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45933

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის მიერ თარგმნილი ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსი „კარგი ზნის კაცი“.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 18 თებერვალს თავადი ზაქარია გიორგის ძე ერისთავი გორის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამავლის კანდიდატის თანამდებობაზე დაინიშნა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანელის წერილი „პოეტური გაკენწლა“, რომელშიც გაკრიტიკებულია ამავე გაზეთის მესამე ნომერში დაბეჭდილი აკაკი წერეთლის რეცენზია ბარბარე ჯორჯაძის თხზულებათა შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 19 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი და მეორე ნაწილები ვასილ პეტრიაშვილის მოთხრობისა „გიორგი მუშაკაძის ცხოვრება“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1 სექტემბერს, ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი ანტონ ფურცელაძის ნარკვევისა „შეუსრულებელი სურათი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „სავათნაოსებური“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეექვსე ნაწილი ვასილ პეტრიაშვილის მოთხრობისა „გიორგი მუშაკაძის ცხოვრება“.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ივლისში მსახიობი ვიქტორ მატარაძე სამკურნალოდ ბორჯომში წავიდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდამ“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 19 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეექვსე ნაწილი ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარლის ნარკვევისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდამ“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 23 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მერვე ნაწილი ვასილ პეტრიაშვილის მოთხრობისა „გიორგი მუშაკაძის ცხოვრება“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ინგილოს ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული დიმიტრი ჯანაშვილის წერილისა „ქიზიყელები ინგილოებში“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ვანო საათაშვილმა აფიშები შესწირა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ომის სადღეგრძელო“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 26 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატისუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის ფელეტონი „თბილისში გასეირნება“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „ერთი საღამო თბილისის საზაფხულო თეატრში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გირიდგან“ გირის მაზრის სასულიერო სასწავლებლების მდგომარეობაზე.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 18 იანვარს გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტის, ივანე ზაალის ძე ბარათაშვილის პანაშვიდზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა თავადმა ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძემ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა გიორგი თუმანიშვილის „ქართული თეატრის საქმე“ შესწირა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სარედაციო წერილში „საქართველო“ საუბარი იყო იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ ახალი გამოცემის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „ჩვენს ლიტერატურაზე საუბარი სიღნაღში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „სასოფლო შკოლები“, რომელშიც ავტორი საუბრობს ალექსი შარაბიძის მიერ ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაზე „სახალხო შკოლები რაჭაში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული ეკატერინე მესხის მიერ თარგმნილი ა. შკლიარევსკის მოთხრობისა „ქალის შრომა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი ეკატერინე მესხის მიერ თარგმნილი ა. შკლიარევსკის მოთხრობისა „ქალის შრომა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სარედაციო წერილში „საქართველო“ საუბარი იყო გერასიმე კალანდარიშვილის მიერ შედგენილ „რუსული ენის სასწავლებელ სახელმძღანელოზე“.