ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან მოსე ჯანაშვილი დიმიტრი ბაქრაძის ასისტენტი იყო სიონთან არსებულ სიძველეთ-საცავში.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ დიმიტრი ბაქრაძემ სიონთან დააარსა სიძველეთ-საცავი.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მამამისმა იაკობმა იგი მიაბარა ივანე ტაიგელის ოჯახში ფრანგული და გერმანული ენების შესასწავლად.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის იანვარში ნიკო ნიკოლაძემ ძმა კონსტანტინე სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად წაიყვანა ევროპაში.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ჰყავდა ძმა ნიკო ნიკოლაძე.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სერგეი მესხი აქეზებდნენ ქართველ ახალგაზრდებს, რომ განათლების მისაღებად ევროპაში წასულიყვნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ჟურნალ „კრებულში“ დაიბეჭდა ივანე მესხის წერილი „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში“.

1870

ტიპი: ავტორობა

1873 წელს კონსტანტინე ნიკოლაძის ჟენევის სასწავლებელში სწავლის შესახებ ივანე მესხს დაუწერია წერილში „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში“.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლიდან კონსტანტინე ნიკოლაძის მიერ გამოცემულ მოწაფეთა ჟურნალში თანამშრომლობდნენ ვალერიან გუნია და ოსკარ შმერლინგი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი უკვე ცნობილი მწერალი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 აგვისტოს ალექსი მირიანაშვილმა დაიწყო ავტობიოგრაფიაზე მუშაობა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 თებერვალს ალექსი მირიანაშვილმა დაამთავრა ავტობიოგრაფიის წერა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფია მის ძმას ბაგრატს გადაუწერია.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში გლეხის ოჯახში დაიბადა ალექსი მირიანაშვილი.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ეროვნებით იყო ქართველი.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში ცხოვრობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ წარმოშობით იყო აზნაური.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ სოციალური სტატუსით იყო მოსამსახურე.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის დეკემბრამდე დუტუ მეგრელი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 26 აპრილს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ რედაქტორი, გიორგი წერეთლელი, სანკტ-პეტერგბურგში გამგზავრებულიყო და მის მოვალეობას დროებით სერგეი მესხი შეასრულებდა.