ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45359

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გადასახადების ინსპექტორად დანიშნული 26 წლის დუტუ მეგრელი მთელ დროს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას უთმობდა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 27 მაისს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა დუტუ მეგრელს №244 მიმართვის სახით დაავალა ავტობიოგრაფიული შენიშვნების დაწერა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს დუტუ მეგრელის მეუღლე ანასტასია ერისთავი შვილებთან ერთად გორიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის მაისში დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნი“ დაიბეჭდა გაზეთში „ივერია“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავამ დაწერა ავტობიოგრაფია.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 14 მაისს წყალტუბოს თემის სოფელ ხომულში დაიბადა იაკობ ფანცხავა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს იაკობ ფანცხავამ სწავლა დაიწყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც შედგებოდა სამი მოსამზადებელი და ოთხი ძირითადი კლასისგან.

1876

ტიპი: განათლება

1876 წლის პირველი სექტემბრიდან 1883 წლის პირველ ივნისამდე იაკობ ფანცხავა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მთლიანი კურსი დაამთავრა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავამ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წლის აგვისტოში წარმატებით ჩაბარებული გამოცდის შემდეგ იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში მიიღეს.

1883

ტიპი: განათლება

1883-89 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის ივნისში იაკობ ფანცხავამ ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავა ოდესაში გაემგზავრა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავამ ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა ბუნებისმეტყველების მიმართულებით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის სექტემბერში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში შესულმა იაკობ ფანცხავამ სპეციალობად ფიზიოლოგია აირჩია.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის ივნისში იაკობ ფანცხავამ დაასრულა ოდესის უნივერსიტეტის კურსი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლისას იაკობ ფანცხავამ სადისერტაციო ნაშრომი დაწერა ფიზიოლოგიაში.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის დარგში დაწერილი სადისერტაციო ნაშრომი უნივერსიტეტის პროფესორმა უმაღლესი ქულით, ხუთიანით შეაფასა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ოდესის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, გარდა სპეციალობად არჩეული ფიზიოლოგიისა, იაკობ ფანცხავა შეისწავლიდა ზოოლოგიას (შედარებით ანატომიას), ბოტანიკასა და ორგანულ ქიმიას.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის ივნისში იაკობ ფანცხავამ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები.

1893

ტიპი: განათლება

1893 წელს ოდესაში სახელმწიფო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, იაკობ ფანცხავამ მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლიდან იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდა ოცი მანეთის ოდენობით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-93 წლებში იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის შეტანისგან გათავისუფლებული იყო, რითაც დაახლოებით 150-200 მანეთს ზოგავდა ყოველწლიურად.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის კათედრაზე პროფესორის ასისტენტად დარჩენა შესთავაზეს.