ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45359

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 23 და 27 აპრილს სახალხო სახლში გამართულ წარმოდგენებზე: „სალომეს ოჯახი“, „მაღაროს უფროსი მუშა“ და „ტარტიუფი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ილიას ძე არსენიშვილის წერილი „ნიკოც დავკრძალეთ!“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ალექსანდრე ივანეს ნათაძე გორში ლექციების წაკითხვას აპირებდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი მძიმე ავადმყოფობისგან განიკურნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი სურამის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ ადამის ძე ხუროძის სტატიის „იროდიონ ევდოშვილის ხსოვნას“ გაგრძელება.

1827

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე 1827 წლის 8 აპრილს ხაშმში დაიბადა.

1850

ტიპი: განათლება

1850 წელს დიმიტრი ბაქრაძემ მოსკოვის აკადემია დაამთავრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იასონ კერესელიძის წერილი ზაქარია ჭიჭინაძისადმი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია „ქართველ სომეხთა თეატრი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ამირეჯიბის მოთხრობა „ოცნების კიბე“.

1890

ტიპი: გარდაცვალება

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე 1890 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კავსაძის სტატია „ქართული მუსიკა“.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წლის 13 თებერვალს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნინო ყიფიანისამ ქართულად თარგმნა პიესა „ბიძია თომას ქოხი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ველისციხის აკაკის სახელობის ბიბლიოთეკას მნაცაკან ისაკოვმა 300-მდე წიგნი შესწირა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 16 მაისს ქაშვეთის ეკლესიაში კოტე მესხის გარდაცვალების წლისთავზე მისთვის პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მამულიშვილთა სადიდებლად“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ყოველკვირეულ სამხატვრო ჟურნალ „Русская иллюстрация“-ს №6-ში დაიბეჭდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის წერილი „საქართველოს ისტორიიდან“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 27 აპრილს თავად-აზნაურთა საკრებულო დარბაზში იპოლიტე ვართაგავამ წაიკითხა მოხსენება „აკაკი, როგორც სატირიკოსი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ველისციხეში სოსო მაჭავარიანის ხელმძღვანელობით აკაკი წერეთლის სახ. ბიბლიოთეკის გასახსნელად 200 მანეთი შეაგროვეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ყოველკვირეულ სამხატვრო ჟურნალის „Русская иллюстрация“ №6-ში დაიბეჭდა გრიგოლ ვეშაპიძის წერილი „აკაკი წერეთელი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ნინო ყიფიანისამ ყოველთვიური ჟურნალ „ახალი მოამბის“ გამოცემის უფლება მიიღო.

1851

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1851 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებლად მუშაობდა.