ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45359

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 ივნისს ახალი კლუბის დარბაზში ივანე ჯავახიშვილმა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების თაოსნობით წაიკითხა ლექცია „ქართული ხელოვნების ისტორიიდან“.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს გიორგი ლასხიშვილი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს გიორგი ლასხიშვილი ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლიდან, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, დუტუ მეგრელი ჩაება ქართველ სტუდენტთა წრის მოღვაწეობაში.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სტუდენტობის პერიოდში მიხეილ ხელთუფლიშვილი მოსკოვში ცხოვრობდა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მიხეილ ხელთუფლიშვილი მეგობრობდა გიორგი ლასხიშვილთან.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნი“ „ივერიის“ რედაქციამ მოიწონა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს პეტრე გელეიშვილი ოლთისში გაჰყვა დუტუ მეგრელს საკანცელარიო საქმიანობაში დამხმარედ და ბიძაშვილის მასწავლებლად.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლამდე დუტუ მეგრელი საოლქო სასამართლოს წევრი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი სექტემბრიდან დუტუ მეგრელი თბილისის ცენტრალურ დაწესებულებებში მუშაობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში მიხეილ ჭავჭავაძე ახალი კლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 მაისს სახალხო სახლში თბილისის დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას უნდა წარმოედგინა შექსპირის „ჰამლეტი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ანასტასია აბაშიძე, ეფემია მესხი, ანა შოთაძე, ვასო აბაშიძე, ზაქარია გომელაური, გედევან გედევანოვი, იუზა ზარდალიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, პლატონ კორიშელი, მიხეილ სარაული, ალექსანდრე შანშიაშვილი და ა. შ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ხუთმოქმედებიანი დრამა „მწირი-სარდალი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობის „მხატვარი ვანო“ III ნაწილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი და ა. გ. სარაჯიშვილი „ახალი კლუბის“ სამუსიკო-სამხატვრო განყოფილებათა ხელმძღვანელებად აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 აპრილს დუშეთის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა ისტორიული დრამა „და-ძმა“ ა. ბერიაშვილის, გიორგი მაისურაძის, დ. კობიაშვილის, ი. ოსიტაშვილის, ს. კობაიძის, ვ. სიდამონიძის, ს. ბერიაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ილარიონის ძე კასრაძემ დაწერა რომანი „წითელი ზამბახი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძის რედაქციით ქართულად თარგმნილი იაპონური ზღაპრების დაბეჭდვას გეგმავდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის სტატია „ქართული სცენის ქურუმი (ვლ. ალექსი-მესხიშვილი)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო სიხარულიძის მოთხრობა „გამხდარი ვარ?“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილს ახალ კლუბში იოსებ მჭედლიშვილის პოემის,„ანგელოზთა აჯანყების“ შესახებ ლექციები წაიკითხეს დავით კასრაძემ, სერგი დადიანმა და სამსონ გორგაძემ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი „ნიკოლოზ ლომოური“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „ნინო ჩხეიძე საგასტროლოდ დ. ხაშურს ეწვია“.