რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იონა გიორგის ძე გაბუნიას წერილი, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას სოფელ ბანძაში ბიბლიოთეკის გახსნაზე.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ნიკოლოზ ქანანოვი და დავით ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობის კანდიდატებად იყვნენ წარდგენილები.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1908 წლებში სოლვიჩეგოდსკში გადასახლებულმა იროდიონ ევდოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან თავის რჩენის საშუალება არ ჰქონდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უფის გუბერნიაში გადასახლებული მელიტონ მელაძის თხოვნა რამდენიმე წიგნის უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მიმართვა, კრების სექტემბერში გადადების მიუხედავად, მას და მის თანაშემწეს ყოველთვიური ჯამაგირი აეღოთ. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 7 მაისს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 26 მაისიდან 2 ივნისამდე გამგეობის წევრმა ივანე გიორგის ძე რატიშვილმა კავკავის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 21-26 მაისს გამგეობის წევრებმა პართენ გოთუამ და ნიკოლოზ ელიავამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907-1910 წლებში ილია ჭავჭავაძის ფონდის მხარდამჭერებიდან სამსონ ფირცხალავა განსაკუთრებით ემადლიერებოდა თბილისში დაარსებულ ქალთა წრეს, რომელმაც ფონდის გასაძლიერებლად პროვინციებშიც დააარსა განყოფილებები.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე იყო, 12 სხდომა გამართა და 51 საქმე განიხილა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 23-24 აპრილს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცახლავამ გომარეთის სკოლა დაათვალიერა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ გივი ავალიშვილის თხოვნა ფოტოსახელოსნოში სამსახურის შესახებ განსახილველად გადასცემოდა დავით კარიჭაშვილს, ხოლო განსაკარგავად – ნიკოლოზ ცხვედაძეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 დეკემბრის ხელწერილის თანახმად, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 2 000 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან წაიღო ჟურნალი „ივერია“ N1-6.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 12 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაღებული წიგნები, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი „სახარება“.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 7 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე ჟორდანიას გაუგზავნა წიგნი „წერილები ისტორიული“, რომლის მიღებაც მან ხელმოწერით დაადასტურა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გამგეობის წევრებმა დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ელიავას ბათუმის სკოლის დათვალიერებისას არ დახვდათ ისეთი სურათი, როგორსაც ჩვეულნი იყვნენ. შედარებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა მეოთხე განყოფილებამ, თუმცა იქაც საკმაოდ იყვნენ ჩამორჩენილი მოსწავლეები, რომელთაც მასალა ცუდად აითვისეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელ ფ. მატკავას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლაში გოგოების რიცხვი ბევრად აღემატებოდა ვაჟებისას, რისი მიზეზიც იყო, რომ პედაგოგი სალომე მაღალაშვილი გოგონებს ხელსაქმესაც ასწავლიდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907-1910 წლებში ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას (გამგეობის მდივანი – არჩილ ავალიშვილი) არ მოსწონდა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული პროექტი და საჭიროდ მიაჩნდა კონკურსის გამოცხადება.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ დემურიას თხოვნა ტუსაღებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 23-ე სხდომას დაესწრნენ: პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი და კიტა აბაშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 23-ე სხდომას დაესწრნენ: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ალექსანდრე ჭყონიამ პეტრე მირიანაშვილს პირველ სექტემბრამდე კრილოვის არაკების 1200 ეგზემპლარის დაებეჭდვა დაავალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ვლადიკავკაზის კომიტეტის მოხსენება ქართული პროფესიული სკოლის გახსნის შესახებ.