რეგისტრირებული ფაქტები46338
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივდითი მილორავა ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელგარჯილობის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით მიხეილ მიხეილის ძე ხრისტოლუბოვი თბილისის „ახალი სკოლის" გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლიუბა გაწერელიასი მარტვილის დაბა ნაოღელევის სამკითხველოს გამგე იყო.
1953
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 დეკემბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ გამგეობის 25 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ცაგერის პირველდაწყებითი სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებლად 15 დეკემბრიდან დანიშნული იყო რაჟდენ სიმონის ძე ჭედლიანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ 1920 წლის 17 იანვარს განათლების სამინისტროს დაწყ. სასწავლებლის მთავარგამგეს აცნობა, რომ ლაილაშის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის, ინჯიას ნაცვლად მისი მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა იმავე სასწავლებლის პედაგოგ ერმილე გაბლიანს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 მაისს ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ მეტრეველმა რაჭის მაზრის ერობის გამგეობას მიმართა 3 თვის ხელფასის მოთხოვნით, რომელიც ერგებოდა როგორც ონის ებრაელთა მასწავლებლის, ნინო კვიტაშვილის მოადგილეს. სკოლის მეთვალყურე გავაშელმა დაადასტურა, რომ ის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა და კანონით ეკუთვნოდა თვეში 50 მან. თუმცა მეტრეველი ითხოვდა სათანადო ჯამაგირს, რადგან ახალ პირობებში ეს თანხა მისი შრომის დაუფასებლობა იქნებოდა. მან რაჭოს ერობას აპრილშიც მიმართა ამ მოთხოვნით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდმთავრებული იოსებ ნიკიფორეს ძე მებუკე ნიგოითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ემილია ივანეს ასული სვიმონიძე ნიგოეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული თამარ ყარამანის ასული სვიმონიძე ნიგოითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბათუმის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ელენა იოსების ასული ხევსურინი ნიგოითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სტეფანე ნიკოლაიშვილი ნიგოითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დესპინა აროშიძე ნიგოითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
1904
ტიპი: თანამდებობა
ქრისტინე შარაშიძე მარიამ ანთაძე-ნაკაშიძეს იცნობდა 1904 წლიდან, როდესაც ის ქრისტინეს დასთან, თამარ შარაშიძესთან ერთად ოზურგეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლუკა ხურუს ძე კეკელია 1917 წელს დაარსებული ნაგომარის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ამბროსი ნიკოლოზის ძე ცინცაძე 1917 წელს დაარსებული ნაგომარის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ანასტასია არსენის ასული თოხაძე 1917 წელს დაარსებული ნაგომარის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ივანე ივანეს ძე ბარაბაძე 1917 წელს დაარსებული ნაგომარის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ვალერიან დავითის ძე გოგიბერიძე 1917 წელს დაარსებული ნაგომარის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზიკის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ევგენი ნიკოლოზის ძე ოდიშარია 1916 წელს დაარსებული სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ქრისტეფორე ანთიმოზის ძე კეჭაღმაძე 1916 წელს დაარსებული სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ანასტასია ტერენტის ასული კეჭაღმაძე 1916 წელს დაარსებული სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელის კურსდამთავრებული მარია ლევანის ასული იმნაძე 1916 წელს დაარსებული სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნინა ივანეს ასული კაციტაძე 1916 წელს დაარსებული სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის კურსდმთავრებული ალექსანდრე გიორგის ძე ჯიბლაძე 1916 წელს დაარსებული სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.