რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დუშეთის მაზრის აგენტს, მომრიგებელ მოსამართლე ალექსანდრე სვიმონის ძე გამრეკელს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი, საწევრო დავთარი N 16, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დუშეთის მაზრის აგენტ ნინო კონსტანტინეს ასულ ნატროშვილს საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N 20, საწევრო დავთარი N 17, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ვლადიკავკაზის მაზრის აგენტ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთრები N 22, საწევრო დავთრები N 18, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, საგარეჯოს მაზრის აგენტ ალექსანდრე ზებედეს ძე ცხვედაძეს საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N 24, საწევრო დავთარი N 20, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, სიღნაღის მაზრის აგენტ ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილს საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N 30, საწევრო დავთარი N 21, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ბათუმის მაზრის აგენტ ეგნატე ზაქარიას ძე გედევანიშვილს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთრები N29 და N30.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში პრაპორშჩიკმა დავით აკოფაშვილმა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებას“ 10 მანეთი შესწირა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 27 ივლისს ილია წინამძღვრიშვილმა დაამოწმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გრიგორ არენბერგთან, ფიოდორ მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან გაფორმებული ხელშეკრულება.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ და წევრებმა – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ – გააფორმეს ხელშეკრულება გრიგორ ისააკის ძე არენბერგთან, ფიოდორ ვასილის ძე მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან, რომ საზოგადოება მათ ფოტოგრაფიის სალონს არენდით გადასცემდა 3 წლით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 24-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს მარიამ საფაროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა აკაკი წერეთლის იუბილესთვის კოსტუმების შესაკერად 85 მანეთის გადახდის თაობაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმმა წარადგინა ახალი წესდების პროექტი, რომელიც გამგეობამ მოიწონა და განსახილველად რწმუნებულთა საზოგადო კრებას გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-10 სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მეორე ნაწილის შესყიდვისა და წიგნების დამკაზმავის დაქირავების საკითხები.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 31 იანვარს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები სკოლისათვის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, თევდორე კიკვაძე, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე და დავით კარიჭაშვილი
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის ძეგლის გაკეთება შესთავაზა. საზოგადოებამ მისი წინადადება მოიწონა და ძეგლის გასაკეთებლად 100 მანეთი გადასცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება გურიის ბიბლიოთეკებისთვის შეწირული ფულის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 4-დან 9 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 3352. 92 მანეთი და დაიხარჯა – 2790.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, 9 სხდომა გამართა და 32 საქმე განიხილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქარელის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ია კარგარეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის სწავლის გადასახადის შეტანაში დახმარება სთხოვა. გამგეობამ მას ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიიდან 25 მანეთი გამოუყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლის (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) შენობა 4 ოთახისგან შედგებოდა, საკლასო ოთახების გარდა სკოლაში იყო სოფლის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და მასწავლებლის ბინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლის (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) 29-ვე მოსწავლე ქართველი იყო, მართმადიდებლები. ყველანი 10 წელზე ნაკლებისანი იყვნენ, გარდა ერთისა, რომელიც 15 წლის იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-8 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.