ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში ბინა, რომელსაც თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ქირაობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, ეგრეთ წოდებული „ნომრების“ ერთ ოთახს წარმოადგენდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სემინარიის პანსიონში თავისი ხარჯით ცხოვრობდა, შიო დედაბრიშვილი კი – სამღვდელოების.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს შიო დედაბრიშვილი თედო სახოკიას ერთი სასწავლო წლით უსწრებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1876

ტიპი: სახელი

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, მოსწავლეებს „დიაკვნებს“ ეძახდნენ.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გამოიცა თედო სახოკიას მიერ თარგმნილი ვიქტორ ჰიუგოს „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“.

1956

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1956 წელს თედო სახოკია ცხოვრობდა თბილისში, მოსკოვის შესახვევის №4-ში.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წელს სამი წლის თედო სახოკია ხეთადან სოხუმში გადაიყვანეს საცხოვრებლად.

1873

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ სკოლაში სწავლა 1873 წელს, ხუთი წლის ასაკში, დაიწყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკია სოხუმის მთიელთა სკოლაში მიაბარეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მოთავე და დიმიტრი ჯაში − მისივე ნაამბობი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის „ივერიის“ №227-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „ალექსანდრე ყაზბეგი სტამბებში − მისი განუწყვეტელი მუშაობისა და მისი ავტორობის შესახებ“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „ივერიის“ №227-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „ნაბეჭდ საქმეთა გამოფენის შესახებ პეტროგრადში“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის თარგმანი ველიჩკოს თხზულებისა „ქრისტე აღსდგა“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის „კვალის“ №7-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის ნეკროლოგი „განსვენებული ალექსანდრე ყაზბეგი“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის „კვალის“ №29-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „ახალგაზდათა საყურადღებოდ საზაფხულოდ გასვლისას“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის „ივერიის“ №241-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „იმერეთი. მოწერილი ამბავი რიონზე ხიდეების უქონლობის გამო“.

1870

ტიპი: განათლება

შიო მღვიმელმა ანბანი და წერა-კითხვა 1870-იან წლებში სოფელ შილდაში ისწავლა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შიო მღვიმელი უფროსმა ძმამ, გიორგიმ სოფელ შილდაში წაიყვანა.

1918

ტიპი: თანამდებობა

იაკობ ფანცხავა 1918 წლამდე ქუთაისში ყოფნის პერიოდში იყო საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მ – ას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლომთათიძის მიერ გურიაში შეკრებილი ანდაზები.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის (ერთი მოქალაქეთაგანის) სტატია „მოგონებანი დავით გივიშვილის შესახებ“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

მაკარ რომანის ძე ჭავჭავაძე 1916 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო დავით ლორთქიფანიძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" ესტატე ჩხარტიშვილს მადლობა გადაუხადა მეტეხის საპყრობილეში საკვირაო სკოლის გასახსნელად თანხით დახმარებისათვის.