რეგისტრირებული ფაქტები47912
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თბილისში მოწყობილი სტამბა, სადაც ლუარასბ ხელაძე მუშაობდა, განთავსდა „ჩიტოს“ საპარიკმახეროში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავა ორკლასიანი სასწავლებლის რჯულის მასწავლებელმა, ხოჯამ თავის სასწავლებელში მიიწვია დასათვალიერებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავა და ბათუმის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლები გაკვეთილების შემდეგ თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ და სასაუბროდ და ნარდის სათამაშოდ.
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1892 წელს ივანე ანდრონიკაშვილის საფილოქსერო პარტიაში იაკობ ფანცხავას გარდა პარტიაში ათი მუშა ირიცხებოდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს იაკობ ფანცხავა და სხვა მუშები ფილოქსერას აღმოსაჩენად ლუპით აკვირდებოდნენ ვენახებიდან ნიმუშად აღებულ მიწას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს იაკობ ფანცხავას ფილოქსერას პარტიაში მუშაობის პერიოდში, ერთ-ერთი მუშათაგანი სახლში რჩებოდა სადილის, სამხრისა და ვახშმის მოსამზადებლად, დანარჩენები ვენახში გადიოდნენ სამუშაოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 ფილოქსერას აღმოსაჩენად მუშაობისას, იაკობ ფანცხავა მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებს აკვირდებოდა და ქალის, კაცისა და ბავშვის ლაპარაკს უგდებდა ყურს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში მასწავლებლები თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და სხვა გართობასთან ერთად ხშირად ათვალიერებდნენ ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის სექტემბერში საფილოქსერო პარტიის უფროსი ივანე ანდრონიკაშვილი და იაკობ ფანცხავა ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგზავრნენ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის სექტემბერში საფილოქსერო პარტიის უფროსმა ივანე ანდრონიკაშვილი და იაკობ ფანცხავამ ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთ გერმანულ სოფელში ფილოქსერათი დაზიანებული ვენახები აღმოაჩინეს და გოგირდ-წყალბადის ხსნარით შეწამლეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროს მაძიებლად დანიშნული იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტმა ფოთში მიავლინა. იაკობს ევალებოდა დღეში რამდენჯერმე პორტში გასვლა და შემოსული გემების შემოწმება, ხო არ შემოქონდათ მათ ესა თუ ის სანერგე მცენარე საზღვარგარეთიდან. ამ დროს სასტიკი კარანტინი იყო დაწესებული, რადგან საფრანგეთში ფილოქსერა მძვინვარებდა და ვენახებს ანადგურებდა.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს იგი ფილოქსერას უფროს მაძიებლად მიავლინეს ფოთში, სადაც, მისი თქმით, ფილოქსერას აღმოჩენის საქმეს მარტივად უმკლავდებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ფოთში ფილოქსერას უფროს მაძიებლად მუშაობის დროს სამუშაოს სიმარტივის გამო ბევრი თავისუფალი დრო რჩებოდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა მეტად უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ არ დაამტკიცეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა თბილისში ეძებდა სამსახურს, რადგან უმუშევრობის გამო ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, მას შემდეგ რაც საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე არ დაამტკიცეს, იაკობ ფანცხავა სამსახურიდან წავიდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავამ თბილისის სახბანკის კანტორის გამგეს გადასცა წერილობითი უარი, რომელიც ეხებოდა მის გამგზავრებას ქალაქ პერმში და იქ ბანკის ბუღალტრად მუშაობას. მისი წერილობითი განმარტება გამგეს ფინანსთა მინისტრისთვის უნდა გადაეცა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავას კლასის დამრიგებელმა კინშინმა და გიმნაზიის მეთვალყურე გუსევმა მასთან სახლში პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა აღმოაჩინეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ნიკოლაევის სახბანკის გამგემ იაკობ ფანცხავას ფინანსთა მინისტრის განკარგულება წარუდგინა, რომლის საფუძველზეც იგი ქალაქ თეოდოსიის სახბანკის განყოფილების კონტროლიორის თანაშემწედ ინიშნებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს იაკობ ფანცხავამ უარი თქვა თეოდოსიის სახბანკის განყოფილების კონტროლიორის თანაშემწედ დანიშვნაზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავასთვის ქუთაისის ქალაქისთავად დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზი ჟანდარმერიის მიერ მისი ხელმეორედ გაჩხრეკა გახდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მაისში ჩხრეკის შედეგად ჩამორთმეული წიგნები ჟანდარმერიის სამმართველომ იაკობ ფანცხავას უკლებლივ დაუბრუნა, რადგან მას უფლება ჰქონდა ყველანაირი, თუნდაც სხვებისთვის აკრძალული წიგნიც კი შეეძინა თითო ეგზემპლარად.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის ქალაქის თვითმართველობას წარუდგინა ვრცელი მოხსენება მისი გამუდმებული დაბეზღების შესახებ ჟანდარმერიაში, გუბერნატორსა და მეფისნაცვალთან.