ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მაისში კონსტანტინე აფხაზმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწყობას დაუჭირა მხარი და მის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობდა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი დახვრიტა.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის მაისის მონაცემებით სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილს სამხედრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის მაისის ცნობით, სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი დუშეთის მაზრაში მოქმედი შეიარაღებული რაზმის წევრი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის ალექსანდრე წერეთელი დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე წერეთელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, ალექსანდრე წერეთელი იყო თავადი.