რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ივლისში ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი იაკობ თომას ძე ცინცაძე გიმნაზიის გამგემ სამსახურიდან გაათავისუფლა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 6 ივლისს ვაჟა-ფშაველა ექიმებმა ივანე გომართელმა, სპირიდონ ვირსალაძემ, ვლადიმერ მახვილაძემ, შალვა მიქელაძემ და გრიგოლ მუხაძემ გასინჯეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს ბაქოში ევტიხ თალაკვაძის რეჟისორობით წარმოადგინეს „უმუშევარნი“.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გერმანე კვაჭაძე ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭინათში დაკრძალეს.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის ალექსანდრე მაჭარაშვილი დახვრიტა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი მასწავლებელი იყო შორაპნის მაზრაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობით, რომელზეც ფინანსთა მინისტრს დაევალა ეროვნული საბჭოს მიერ მოთხოვნილი თანხების ფინანსური უზრუნველყოფა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დანიშნული იყო სოფიო კირიაკოვას სარჩელის განხილვა ზაქარია ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ვალის, 2400 მანეთის გადაუხდელობას ედავებოდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა სახელმწიფო მრჩევლის გრიგოლ აივაზოვის ვექილის, ივანე მიზანდაროვის სარჩელი ივანე და ალექსანდრე ბაგრატიონ მუხრან-ბატონების წინააღმდეგ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 5 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრთა წლიური კრება, რომელზეც თავმჯდომარედ აირჩიეს დეკანოზი იაკინთე გორგაძე, ხოლო გამგეობის წევრებად: კონსტანტინე ჯაფარიძე, ვალერიან ქავთარაძე და გიორგი ვაშაკიძე. ამავე კრებაზე აირჩიეს ასევე სარევიზიო კომისია.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 2 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა 19 წლის სიმონ ანდრონიკაშვილის მიერ 16 წლის ანა აბაშიძის გატაცების საქმე და დაადგინა, ბრალდებულს ჩამორთმეოდა ხარისხი და ქონება და 4 წლით გადასახლებულიყო ციმბირში მადნის სათხრელ სამუშაოებზე, ხოლო მის მამას, დავით ანდრონიკოვს, რომლმაც ხელი შეუწყო ვაჟს, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; იგივე ბრალდებით 2-თვიანი და 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა ბრალდებულის დას, მარიამ ანდრონიკაშვილსა და ბიძას, გრიგოლ მაყაშვილს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს გორის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა გორის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიური კრება. თავისი ნებით წასული სარევიზიო კომისიის წევრების ნაცვლად აირჩიეს ორი წევრი – პარმენ ჯაფარიძე და დიმიტრი დიასამიძე, ხაზინადრად – ექიმი ნიკო გაჩეჩილაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის იანვარში კავკავში გარდაიცვალა მიხეილ ბურდული, რომელსაც დიდი ბიბლიოთეკა დარჩა. განსვენებულის ძმამ ეს ბიბლიოთეკა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას გადასცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 თებერვის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ საეკლესიო ფრესკების გამოფენა დაიხურებოდა 19 თებერვალს და განზრახული ექვთიმე თაყაიშვილის ლექცია არ ჩატარდებოდა დიდმარხვის პირველი კვირის გამო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთ „რუსკაია ვოლიას" დეპეშათა დიდ დარბაზში მხცოვანმა საზოგადო მოღვაწემ და „რუსკაია ვოლიას" თანარედაქტორმა ნიკო ნიკოლაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე „თავისუფალი საქართველო".
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ 22 აპრილს ელო ანდრონიკაშვილის, შალვა დადიანის და ნიკო გვარაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა ბრანდესის პიესა „თანამედროვე ოჯახი“ და მხიარული ვოდევილი „უბედური დებიუტი“. პიესის დაწყების წინ შალვა დადიანი გეგმავდა ლექციის წაკითხვას პიესის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ გარდაცვლილ მიხრან ანანოვს ქართულ დაწესებულებათათვის დაუტოვებია 15000 მანეთი. რაჟდენ დათეშიძემ ქუთაისის საკომერციო სასწავლებლის სახელით განსველებულის კუბო 10 გვირგვინით შეამკო.