ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 12 ივლისს საბურთალოს თეატრის საზოგადო კრებაზე საპატიო წევრებად აირჩიეს მუშა-მხატვარი ივანე ალექსის ძე ვეფხვაძე და ქველმოქმედი იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 16 ოქტომბერს ჭიათურაში გამართულ რწმუნებულთა სადილზე „მანგან-სინდიკატის" წარმომადგენლებმა გიორგი ზდანოვიჩს გადასცეს 550 მანეთი ჭიათურაში გაწეული ქველმოქმედებისათვის.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „პირველი სხივი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილის (გრიშაშვილის) ლექსი „კაზმული გრძნობა“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 16 სექტემბერს ავადმყოფი მსახიობი ვალერიან გუნია ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა გასინჯა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს საბურთალოს თეატრის გამგეობის წევრები იყვნენ: ტიტე ნესტორის ძე ბურძგლა, მელქისედეკ ლუარსაბის ძე ლებანიძე, გიგო ხეჩუაშვილი, გ. მამულაშვილი, პავლე გიორგის ძე ხეთაგაშვილი, ივანე სოლომონის ძე ქორფაშვილი და სხვ.