ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46845

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისიდორე მირიანის ძე გიგინეიშვილს პეტროგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 აგვისტოს ხაშურის თეატრში ელო ანდრონიკაშვილისა და შალვა დადიანის მონაწილეობით ორმოქმედებიანი დრამა „სტუმარი“ დადგეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავადმყოფ ვალერიან გუნიას შალვა ანტონის ძე მიქელაძე მკურნალობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ზაქარია ფალიაშვილი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში თეორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვასილ არაბიძე ბაქოს ამხანაგობის სალიტერატურო წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „ჩემი პასუხი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის ლექსი „ცხოვრების სურათები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილის (ერთაწმინდელის) ლექსი „მზე-ყვავილი“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ ვარლამ ძიძიგური და კირილე კაკაბაძე ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო არაბიძე ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი აბრამ მოსეს ძე მაირანოვსკი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მუნჯ სიმღერებიდან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „ქართული თეატრის ბედი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობისა „საბა“.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი დავით სოკრატის ძე სულიაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ტასო აბაშიძე ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი სოლომონ ივანეს ძე ვადაჭკორია თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ლევან ბატონიშვილის შესახებ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის სტატიის გაგრძელება დაიბეჭდა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი პეტრე მოსეს ძე კავკასიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ესტატე ლოლაძემ ჟურნალის რედაციას გაჭირვებული აჭარლებისთვის გადასაცემად ხაშმის საკრედიტო ამხანაგობის მიერ გადადებული 20 მანეთი გაუგზავნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა შოთაძე ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი თევდორე ქიშვარდის ძე ხუხუნაიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ივანე გიორგის ძე კანტიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ივანე ზაქარიას ძე ავაქოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.