ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48412

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 21 სექტემბერს დაასაფლავეს ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, დასაფლავებას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 23 იანვარს ივანოვის ნაცვლად, ბათუმის გამგეობის წევრად გრ. ვოლსკი აირჩიეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი საქართველოს კალენდარი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს შალვა ქარუმიძე ხევსურეთის ამბოხებაში მონაწილეობდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ყვირილის სამკითხველოს გამგეობამ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა სამკითხველოსათვის ქართული და რუსული წიგნების შემომწირველებს: გერმოგენ და ამბერკი გაბიჩვაძეებს, ვარლამ გორგაძეს, დეკანოზი დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძეს, გ. დ. მაღლაკელიძეს, ივ. ჭანკოტაძეს, ნ. რ. გიგაურსა და ვლ. ჩირგაძეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს სტეფანე ზაქრაძის თანხმობით ილია ნებიერიძე და ტიხონა სანაძე მივიდნენ გიორგი თათუზოვის სახლში, სადაც დახვდნენ თბილისის საკონდიტროების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საკონდიტროს მფლობელ ალიხანოვის მოკვლა გადაწყდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მაისში თამარ დავითის ასულ გრუზინსკის მიერ ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობის შედეგად მოგროვდა 2558 მან. 65 კაპ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ მარტს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ მოიწონა მიხეილ ლორის-მელიქოვის პროექტი დროებითი სათათბირო კომისიების შექმნის შესახებ. პროექტი იმპერიაში მდგომარეობის გაუმჯობესება-დაწყნარების მიზნით შეიქმნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მაისში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვმა, რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისამ, ივანე დიმიტრის ძე რატიშვილმა, ფიშერმა, ივანე იაგორის ძე ფითოევმა, ე. ვ. ჩემესოვმა, ივანე ნიკოლაის ძე სვეჩინმა,მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანისამ, ვ. მ. თამამშევმა, ქრისტოფერ გ. ხაჩატუროვმა და ივანე სტეფანეს ძე ბეზირგანოვმა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მაისში ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა, მიქაელ არამიანცმა, თამარ დავითის ასულმა გრუზინსკისამ, ნატალია ალექსანდრეს ასული ხერხეულიძისამ, ე. ი. მანთაშევმა და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქუთაისის საბჭომ ქალაქისთავ დავით არჩლის ძე ლორთქიფანიძეს დაავალა, პეტერბურგში გამგზავრებულიყო შავი ზღვის სანაპიროზე გამავალი რკინიგზის ქუთაისამდე გაგრძელების საკითხის მოსაგვარებლად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის მაისში ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს: ი. ბ. გასპარიანცმა, ქ. ბარათაშვილისამ, ი. კ. თუმანიშვილისამ, ბ. დ. სტაროსელსკიმ, ს. ვ. ჩემესოვმა, ი. გ. ტერ-დავიდოვმა, მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანმა, ვ. მ. თამამშევმა და კლ. ვ. სერებრიაკოვისამ.