რეგისტრირებული ფაქტები49160
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საგუბერნიო, სამაზრო და საოლქო ადმინისტრაციის შესახებ კანონპროექტი გადაეცა ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს უცხო სახელმწიფოთაგან ინსტრუქტორ-მრჩევლების მოწვევის საკითხი ფინანსთა, სასურსათო და სამხედრო სამინისტროებში საქმეების მოსაწესრიგებლად. საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ წინადადებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის თაობაზე, რომელიც საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად გადაეცა სარედაქციო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი გზათა სამინისტროსთვის ერთი მილიონი მანეთის გამოყოფის თაობაზე და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად გადასცეს სარედაქციო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოცემული 300 მილიონი მანეთის ბონის პასუხისმგებლობის აღებისა და 200 მილიონი მანეთის ბონის გამოცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საქარხნო ინსპექციის გაუქმების შესახებ კანონპროექტი გადაეცა მუშათა და შრომის კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ჩხეიძე თავმჯდომარეობდა, დადგინდა დღის წესრიგი: 1. ამიერკავკასიის ყოფილი კომისარიატის მიერ გამოცემული სამასი მილიონი მანეთის ბონების პასუხისმგებლობისა და ორასი მილიონი მანეთის ბონების ახლად გამოცემის შესახებ საბოლოო რედაქციის შემუშავება, 2. კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება გზათა სამინისტროსთვის ავანსად ერთი მილიონი მანეთის გადაცემას რკინის გზის სალიკვიდაციო ხარჯების გაწევის თაობაზე, 3. ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ კანონპროექტების განხილვა 4. გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვის განხილვა, რომელიც შეეხება საჩხერეში მომხდარ აჯანყებას. 5. მთავრობის მოხსენება ინსტრუქციების მოწვევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი, ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იოსებ აბაკელია და იესე ბარათაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სარედაქციო კომისიის წევრად გრიგოლ ნათაძის ნაცვლად ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) განიხილეს კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსთან საგანგებო სალიკვიდაციო განყოფილების დაარსების შესახებ. კანონპროექტი გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს სამხედრო მინისტრის დებულება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის შესახებ. აღნიშნული დებულება გადაეცა სამხედრო კომისიას რედაქტირებისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ლაშქრის შევსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, იოსებ აბაკელია) განიხილეს კანონპროექტი ქალაქ ჭიათურიდან გატანილ შავ ქვაზე საფუთო გადასახდის ერთი კაპიკით გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს ამიერკავკასიის გამმიჯვნელ დაწესებულებათა მიწადმოქმედების სამინიტროსთვის გადაცემის კანონპროექტი, რომლის სარედაქციო კომისიის ტექსტიც უცვლელად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი ათმილიონიანი ფონდიდან გაწეული ხარჯისა და ამ ფონდის აღდგენის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი შინაგან სამინისტროსთან განსაკუთრებული რაზმის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი არსებული მფრინავი რაზმების შტატების გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი საქარხნო ინსპექციის გაუქმების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს მთავრობის წინადადება დაწესებულებათა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დეკრეტის გამოცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ხელოვნების კომისიის წევრად შალვა შარაშიძის ნაცვლად პეტრე ქავთარაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონების სავალდებულო გამოქვეყნების შესახებ გადაეცა იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი 1914 წლის 16 დეკემბრის დროებითი კანონის – ზოგიერთი არსებული გადასახადის გაზრდის მოქმედების 1919 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელების შესახებ – გადაეცა იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, შრომის სამინისტროს კანონპროექტი 1918 წლის 17 ივლისის მუშათა დამზღვევი კანონის 65-ე მუხლის შეცვლის შესახებ გადაეცა მუშათა და შრომის კომისიას.