რეგისტრირებული ფაქტები41634
სორტირება თარიღი მზარდობით
ტიპი: ღონისძიება
გიგო შარაშიძეს უთხრეს, რომ გრიშა გიორგაძემ დაწერა წიგნი „რუსიფიკატორი ეპიზკოპოზი“. გიგო შარაშიძის ვარაუდით, ეს იქნებოდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ შურიძიების მიზნით დაწერილი და მან შალვა შარაშიძეს სთხოვა სიმართლე გაერკვია და გრიშა გიორგაძე სიცრუეში ემხილებინა.
ტიპი: ღონისძიება
კონსერვატრიაში გაიმართა გრიგოლ ცეცხლაძის საღამო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ: პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. ლექსები წაიკითხეს: ტიციან ტაბიძემ, ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, ლიდი მეუნარგიამ, შალვა კარმელმა, რ. გოგოხიამ და გრიგოლ ცეცხლაძემ.
ტიპი: ღონისძიება
ანდრია ბოროზნინი, თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მუსიკის მასწავლებელი, ოპერაციისთვის ფულად დახმარებას ითხოვდა. განათლების სამინისტრომ იმავე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მისთვის სამკურნალოდ 300 მანეთი მიეცათ.
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ აბულაძე წერს, რომ კომიტეტმა შეიწყნარა შუამდგომლობა და სათანადო მიწერილობით, რომელიც თხოვნასთან ერთად არის წარმოდგენილი, აუწყეს დამტკიცება, მაგრამ მთავარი გამგე არ დაკმაყოფილდა და მისგან ეცნო უარი წინადადებით, რომ შეძინა წოდება.
ტიპი: ავტორობა
1920 წელს გამოვიდა ევ. ნიკოლაძის „საქართველოს ისტორია“ (გამომც. „მერანი“. ქუთაისი) – სახელმძღვანელო საშ. სასწავლებლის VI კლასის მოწაფეთათვის.
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც სპირიდონ გაბელაშვილს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში ყველა ნამსახური წლები.
ტიპი: ღონისძიება
მიხეილ კანკავა შეუთანხმდა ფოთის ჯგუფს, რომ მათ ექნებოდათ მხოლოდ კულტურული მიზნები. ხსენებული წესდების პროექტის საბოლოო რედაქცია მიენდო თბილისში მიმავალ პედაგოგს სერგო დანელიას, რომელსაც შემდეგ ეს პროექტი უნდა დაესტამბა ერთ-ერთ გაზეთში.
ტიპი: ღონისძიება
ფოთსა და სენაკში სამეგრელოს კულტურის მოყვარე ჯგუფების დაარსებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო წრეებში. ეს მითქმა-მოთქმა განსაკუთრებით გაძლიერდა მიხეილ კანკავას სიტყვის შემდეგ იონა მეუნარგიას დასაფლავების დროს. საზოგადოებამ ,,მაფალუუს'' დაარსება მიიღო თავზარდამცემ ამბად, თითქოს დაიბადა მეგრული სეპარატიზმიო. სწორედ ამ გულისტკივილმა აღაშფოთა და აიძულა შალვა ჩოჩია თავისი სახელით გაზეთში გამოექვეყნებინა წერილი სათაურით ,,სამეგრელოს ავტონომისტები!''. ის რომელიმე პიროვნებისადმი პირადი ინტერესებით არ სარგებლობდა.
ტიპი: ღონისძიება
სასამრთლომ გადაწყვიტა, რომ ფოთსა და სენაკში დაარსებულ ჯგუფებთან დაკავშირებული ყველა მასალა გადაეცა ქ. თბილისში ქართული ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებისათვის.
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 დეკემბერს გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია ცხინვალში, რომლის პედაგოგები იყვნენ:1.ზაქრო ნიკოლოზის ძე ვანეევი, კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორია -გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება. 2.ალექსანდრე გრიგოლის ძე ძასოხოვი, მოისმინა ტომსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსები, მათემატიკა, ფრანგული. 3.მარიამ დიმიტრის ასული ჯაფარიძე, დაამთავრა გიმნაზიის 4 კლასი, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 4. ივანე იტიაკოვი, სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებული, მუსიკა, 5.ანასტასია ნესტორის ასული გაგლოევა, უფროსი განყოფილება. 6.ვასილ ნიკოლოზის ძე კარსანოვი, ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მუშაობდა სასწავლებლის ექიმად.
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1913 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარიამ ვარდოსანიძის, მელანია გველესიანისა და ელისაბედ ტყეშელაშვილის თაოსნობითა და ქუთათურ მანდილოსანთა დახმარებით ქალაქის ბაღში გამართულმა ტრადიციულმა საჯარო სეირნობამ, იაფი ვაჭრობითა და გასართობებით, საზოგადოებას შესძინა 1355 მან. და 68 კაპ.
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ გამართა 7 სხდომა და განიხილა 36 საკითხი. სხდომებს სხვადასხვა სიხშირით ესწრებოდნენ: გამგეობის თავმჯდომარე - გიორგი ზდანოვიჩი (3), თავმჯდომარის ამხანაგი - იოსებ ოცხელი (5), გამგეობის წევრები - იაკობ ფანცხავა (5), სილოვან ხუნდაძე (7), სამსონ ყიფიანი (6), მოლარე ბართლომე მოსეშვილი (4), მდივანი იაზონ ბაქრაძე (7), წევრობის კანდიდატი ისიდორე კვიცარიძე (6).
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილის თანახმად, ქუთაისის გუბერნატორისთვის წარსადგენი თხოვნების მარკებზე დაიხარჯა 7 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე – ბართლომე მოსეშვილი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე.
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ გაისტუმრეს ალექსანდრე ყაზბეგის „ელისოს" გამოცემის ხარჯის დარჩენილი ნაწილი – 17 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე, მოლარე ბართლომე მოსეშვილი.
ტიპი: ღონისძიება
ხელოსანი ტ. ლებედა ხელწერილით ადასტურებს, რომ მან ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის გაკეთებაში ინჟინერ პეტრე მამრაძისგან მიიღო 50 მანეთი და არავითარი პრეტენზია არა აქვს მასთან.
ტიპი: თანამდებობა
ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი ქუთაისის გუბერნიის სკოლებში ექვსი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა.
ტიპი: ღონისძიება
სოფელ კორბოულის სამრევლო სკოლის მასწავლებელი – მღვდელი სერგო მაჭარაშვილი – გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის სკოლაში შეგროვებულ 10 მანეთსა და შემომწირველთა სიას. მასწავლებელნი: მღვდელი სერ. მაჭარაშვილი – 2 მან., ლავ. ხარშილაძე – 1 მან., დომ. მაჭარაშვილი – 1 მან., მღვდელი ლ. მაჭარაშვილი – 1 მან., ჭ. ბურჯანაძე – 1 მან., სარ. ჩაჩანიძე – 50 კაპ., მარ. ჩაჩანიძისა – 50 კაპ., ლაზ. ტაბატაძე – 50 კაპ., სარ. მაჭარაშვილი – 50 კაპ., ილია ხარშილაძე – 50 კაპ., ვას. გაფრინდაშვილი – 50 კაპ.; მოსწავლეთაგან შემოწირულია 1 მან.
ტიპი: ღონისძიება
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუზეუმო ნივთების შესასწავლად ცალკე სექციის ნებართვა იყო საჭირო. სამუზეუმო ნივთების გარეთ გატანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგეობის ნებართვით იყო შესაძლებელი.
ტიპი: ღონისძიება
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუშაო დღეებში წიგნსაცავი ღია იყო დილის ცხრა საათიდან შუადღის სამ საათამდე, ხოლო კვირაობით დილის ათი საათიდან შუადღის ორ საათამდე.
ტიპი: ღონისძიება
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი კერძო დაწესებულება იყო, სადაც შესვლა და მუშაობა მხოლოდ გამგის ნებართვით შეიძლებოდა.
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები კონდრატე ამბაკოს ძე მახარაძე, იასონ დავითის ძე მოწერელია და დომენტი გიგოს ძე ნადირაძე იყვნენ.