ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52118

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სტუდენტთა სასარგებლოდ სხვადასხვა შემოწირულობა გაიღეს. სამეურნეო საზოგადოების სახელით შალვა ქარუმიძემ, გ. წინამძღვრიშვილმა და დ. ვაჩნაძემ შესწირეს 50 000 მან., კონფერენციის პრეზიდიუმმა — 52 000 მან., მეხილეთა საზოგადოება „ქართლის“ სახელით რევაზ გაბაშვილმა — 10 000 მან., ხოლო ხევსურთა კავშირის სახელით შალვა ქარუმიძემ — 5 000 მანეთი. სხვა შემოწირულობებთან ერთად, ელისე პატარიძემ სტუდენტთა ცენტრალური კომისიის წევრ მარ. გაბისონიას სულ 141 850 მანეთი გადასცა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 30 წლის ისიდორე სიმონის ძე სვანაძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 25 წლის წლის ვარლამ დარისპანის ძე სვანაძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 27 წლის ბიძინა ილარიონის ძე კვერნაძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 33 წლის გრიგოლ პავლეს ძე კეპულაძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 29 წლის თეოფილე სევასტის ძე ლომიძე

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა ანტონ კეკელიას, რომ მისი თხოვნის თანახმად, 12 ნოემბერს წიგნის მაღაზიიდან რკინიგზით მოთხოვნილი სახელმძღვანელოები და ქართული წერის რვეულები (123 მან. 40 კაპ. ღირებულების) გაეგზავნათ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა წერილი N20, რომელშიც აცნობებდა სკოლის ინსპექტორის დათხოვნას და ზედამხედველობის სილოვან ხუნდაძისთვის გადაცემას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 თებერვალს მღვდელი ანტონ კეკელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან დავით კარიჭაშვილს, მისი მიწერილობის თანახმად, უკან უგზავნიდა „ბუნების კარის“ 41 ცალ ეგზემპლარსა და საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშს. დარჩენილ თანხას კი უმოკლეს დროში ჰპირდებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 25 ნოემბერს მღვდელმა ანტონ კეკელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი (№334, რომელიც საზოგადოებამ 28 ნოემბერს მიიღო). წერილში ის მდივან დავით კარიჭაშვილს ატყობინებდა, რომ ზაქარია ჭიჭინაძის შუამავლობით გამგეობისგან ითხოვდა სასწავლო სახელმძღვანელოების გამოგზავნას ბანძის ორკლასიანი სკოლისთვის.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 32 წლის სიმონ გრიგოლის ძე ლომიძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, მიხეილ პარმენის ძე ნიჟარაძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, ვასილ (ვარდენ) რაჟდენის ძე ბუაძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, იაკიმე გრიგოლის ძე სირაძე (ალიბეგაშვილი).

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ქუთაისის მაზრის მცხოვრები, 56 წლის მიტროპოლიტი ნაზარი ანდრიას ძე ლეჟავა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს როსტომ მუსხელიშვილთან ერთად დახვრიტეს გენერლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი და სხვა ქართველი ოფიცრები.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სტეფანე ახმეტელაშვილი დაიბადა 1869 წლის 6 თებერვალს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში.

1869

ტიპი: სტატუსი

სტეფანე ახმეტელაშვილი წარმომავლობით აზნაურის ოჯახიდან იყო.

1870

ტიპი: განათლება

სტეფანე ახმეტელაშვილმა დაწყებითი განათლება სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო, 1870-იან წლებში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი უკრაინაში, ქალაქ სუმიში.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა სამხედრო სამსახური დაიწყო თურქესტანის მე-4 ბატალიონში.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სტეფანე ახმეტელაშვილს მიენიჭა ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება – პოდპორუჩიკი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს სტეფანე ახმეტელაშვილს პორუჩიკის სახმედრო წოდება მიენიჭა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს სტეფანე ახმეტელაშვილს შტაბს-კაპიტნის სახმედრო წოდება მიენიჭა.