ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48078

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა გაუგზავნა წერილი სასწავლებელთა მთავარ-გამგეს, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისდამი რწმუნებული გიმნაზიის კლასის დამრიგებლის ლ. ნ. გამოვასთვის დახმარების სახით გიმნაზიის სახსრებიდან ოთხი ათასი მანეთის გამოწერას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სასწავლებელთა მთავარგამგემ თბილისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორს ნება დართო, გიმნაზიის სახსრებიდან ლ. ნ. გამოვასთვის დახმარების ოთხი ათასი მანეთი გამოეწერა.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წლის აპრილში დავით შარაშიძემ საფრანგეთში შეიტყო გიორგი და ასინეთა ქიქოძეების შვილის, ნადია ქიქოძის გარდაცვალების ამბავი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს სასწავლებელთა დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ნებას რთავდა ხსენებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლის თანაშემწე ე. ა. გამრეკლისთვის თვიურ ჯამაგირად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 600 მანეთი დაენიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ვალერიან გამყრელიძემ სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად გასაგზავნ ახალგაზრდათა ჯგუფში შეყვანას სთხოვდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერა „აფხაზები და აფხაზნი“, პირველი ნაწილი.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი დაიბადა 1885 წლის 25 აგვისტოს. ის იყო მართლმადიდებელი სარწმუნოების. მისი წლიური ჯამაგირი იყო 783 მანეთი და 33 კაპიკი.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ვალენტინა ივანეს ასულმა გამყრელიძე-ბაღათუროვმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1905

ტიპი: განათლება

1905-1909 წლებში ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1918 წლებში ვალენტინა გამყრელიძე-ბაღათუროვი „განათლების“ საზოგადოების ქალთა საოსტატო სემინარიაში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვალენტინა გამყრელიძე-ბაღათუროვი თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიაში მსახურობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავად დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვასილ ჯანაშია კიწიის სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს გიორგი საჯაია და დათიკო ბერძენიშვილი ალექსანდრე ფაჩულიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში აპირებდნენ ჩასვლას. სხვა ქართველებს რუსების სექტორში გადასვლა არ შეეძლოთ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ნოემბრის განათლების მინისტრის N 79 ბრძანებით, გერმანე პავლეს ძე ბარახი რუსული კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგად დამტკიცდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ჭიჭინაძე ქუთაისში ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. ს. გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ქ. თბილისის გუბერნატორს მოახსენა, რომ საზოგადოების წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფების თანახმად, საზოგადოებამ გადაწყვიტა გორის მაზრის დაბა ცხინვალში საზოგადოების ფილიალური განყოფილების გახსნა შემდეგი სახელწოდებით: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომ სენაკის სკოლა არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო ნივთებით, ხოლო თავადაზნაურთა ბანკი მათ დახმარებას ვერ აძლევდა, ამიტომ სკოლის გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას დაეგირავებინა ის მიწა, სადაც მდებარეობდა სენაკის სკოლის ახალი შენობა, ხოლო ამ თანხით დაემთავრებინა შენობის მშენებლობა. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.