ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ედილაშვილის წინადადება მისი საინგილოს შესახებ შედგენილი დასურათებული წიგნის გამოცემის შესახებ. გამგეობამ ედილაშვილს ნაშრომის წარდგენა სთხოვა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ოქტომბერს, ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ნ. კვინიკაძე, უმაღლეს და საშუალო სკოლების ბ-ნ მთავარგამგეს წერს, რომ კონსტანტინე ანთაძე წელს ბ-ნ მინისტრის ამხანაგის განკარგულების თანახმად, თავად გაგზავნა ქ. თბილისში საშუალო სასწავლებლებისთვის მოწყობილ კურსებზე. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნ. კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ ოქტომბერს კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ ძიძიგური ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ოქტომბრის N 291 მინაწერის პასუხად სწერენ, რომ საჭიროა წარმოადგინოს კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები. ის დროებით დაშვებულია ქართული ენის მასწავლებლად გიმნაზიის დაბალ კლასებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დროებით დაშვებული კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები გაუგზავნა: განათლების მოწმობა N 1124 და ფორმულიარის ასლი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის პირველი თებერვლიდან 1917 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის სარკინიგზო სასწავლებელში მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან (ბრძ. N 166) დაბალი კლასების ქართული ენის მასწავლებლად კონსტანტინე ანთაძე დაინიშნა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები: ივანე ევსევის ძე ორჯონიკიძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა და ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იგი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელია. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე ილია ფირცხალაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი დასახიჩრებულ მუშა-მოსამსახურეთა პენსიის რაოდენობის შეცვლის შესახებ სამუშაო ხელფასის ცვლილების მიხედვით.

1920

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ქ. ახალციხის წყალსადენის აღსადგენად 900 000 მან. გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სახელმწიფო ბანკისთვის 50 მილ მან. სესხის მიცემის შესახებ დამზღვევი ფონდის დასაარსებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 392 747 მან. გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის წევრები – ტიტე ართმელიძე და ალექსანდრე ჟორჟოლიანი, კოოპ. კავშირის კინემატოგრაფიული განყოფილების გამგე გერმანე გოგიტიძე და მხატვარი კონსტანტინე ქავთარაძე გაემგზავრნენ ბათუმ-აჭარაში მყოფი სამხედრო ნაწილებისთვის ფილმების საჩვენებლად და საუბრების გასამართად. მათთან ერთად ჩავიდა ფრონტის დღის დამხმარე მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე სერგო ჟორჟოლიანი, შემდეგ გაემგზავრნენ აჭარის წყალზე, ქედაში. ღამე გაათენეს წითელჯვრის საავადმყოფოში, სადაც ექიმად იყო ბ. იაშვილი. სექცია 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფოილოს ხიდის აღსადგენად წარმოებული სამუშაოს გამგემ, ა. გეგიძემ, გზათა უწყების სამსახურის უფროსს მოხსენება წარუდგინა ხიდის აღდგენის სამუშაოს შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ აბასთუმანში ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი. მათ ხანგრძლივად ისაუბრეს.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისიდან წაღვერში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ წასასვლელად აბასთუმნისა და ხულოს გავლით ბათუმში ჩავიდა. სადგურზე იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სვიმონ მდივანმა, მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძემ, გენერლებმა გიორგი ივანეს ძე კვინიტაძემ და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა გააცილეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე 1902 წელს საშარჯულეთი დაჯილდოვებულია იმერეთის ეპისკოპოსის ლეონიდისაგან, 1905 წელს კი იარაღჩინით. უმაღლესი მთავრობისაგან 1911 წელს კამილავკით, 1915 წელს მკერდის ჯვრით. ასევე, აქვს მთავარდიაკვნობისა და მღვდლის გრამატები. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელის კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ თავად აქვს კეთილად შეძენილი ქონება, მისი ოჯახის წევრებს კი არა. ასლის ნამდვილობას ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ ისწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში, დაამთავრა მეცნიერებათა სრული კურსი მეორე ხარისხით. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლის მიხედვით, ის იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა მარელისის მაცხოვრის ეკლესიაში მთავარდიაკვნად დანიშნა. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იმერეთის ეპისკოპოსის ბესარიონისაგან მარილისის მაცხოვრის ეკლესიაში დანიშნული იყო მღვდლად. ასევე, ამავე ეპისკოპოსისაგან იყო დანიშნული მარილისის ეკლესიის სააღმშენებლო კომიტეტის თავმჯდომარედ. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 დეკემბერს ცხინვალში გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია, რომლის დირექტორი ღვთისმეტყველების კანდიდატი, ბიძინა კოჩიევი იყო. ის ოსურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ ქუთაისში სამი წლით იყო არჩეული დეპუტატად სასულიერო სასწავლებელთა და საეკლესიო სანთლის საწყობის საქმეების თაობაზე იმერეთის სამღვდელოების კრებაზე დასასწრებად. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლის მიხედვით, ის მარელისის მაცხოვრის ეკლესიის შემკეთებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ქუთაისის მეორეხარისხოვან კერძო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.