ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50753

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს თუ რატომ აქვს უფლება უფროს კლასებში ასწავლოს მათემატიკა. მან ორ ფაკულტეტზე ჩააბარა უმაღლესი მათემატიკა და ფიზიკა, რომლის გარეშეც არა თუ შეიძლებოდა დაემთავრებინა, არამედ უბრალო მსმენელადაც კი ვერ იქნებოდა ბანკის განყოფილებაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ ორ წელზე მეტი იყო, რაც მასწავლებლად მუშაობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის დახურვის საკითხზე ცეკავშირთან მოლაპარაკებების წარმოება იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძესა და შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილს დაევალათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ წინანდელი დამტკიცება შეესწორებინა და უფროსი კლასების მათემატიკის მასწავლებლად დაემტკიცებინა. მას შესაძლებლობა ექნებოდა თავისი სამსახურის ხუთეული 1920 წლის მაისიდან მიეღო. ის უსახსრობით ძალიან შეწუხებული იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე, მინადორა ეფრემის ასული ორჯონიკიძე, არკადი მოსეს ძე ავალიანი, ანეტა გლახუნას ასული ავალიანი, ლევან ისაონის ძე ნათაძე, კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე, ივანე გედევანის ძე გომართელი, ვასილ ზაქარიას ძე ცაბაძე, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და კონსტანტინე ბეჟანის ძე საბახტარაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 თებერვალს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებლის ნაცვალმა სურმავამ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს ევგენი ჭოღოშვილსა და თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორს პეტრე ჩარექიშვილს სთხოვეს, წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მასწავლებლის დავით ანანიაშვილის გაკვეთილებს დასწრებოდნენ. შეეფასებინათ მისი უნარი და გამოცდილება, როგორც პედაგოგისა და საქმის მცოდნისა და დასკვნა სამინისტროსთვის წარედგინათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი მაისიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დროებით მაქს კარლოს ძე ანდრეევი დაინიშნა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე გამგეობის მდივნად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი ოქტომბრიდან განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანებით, მარგალიტა გიგინეიშვილი ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის უფროსი ქალის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის I-ელი ოქტომბრიდან 1906 წლის I-ელ სექტემბრამდე მარგალიტა გიგინეიშვილი იყო ქუთაისის ქალთა პროგიმნაზიაში კლასის დამრიგებელი.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან მარგარიტა გიგინეიშვილი ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში არითმეტიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საქართველოს ეგზარხოსმა პავლე რაევმა სიღნაღში არსებულ წმ. ნინოს სახელობის ტაძარს 170 მანეთი შესწირა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 თებერვალს მარგალიტა გიგინეიშვილი დამტკიცდა არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ავტორობა

მარგალიტა გიგინეიშვილმა წერილი გაუგზავნა ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს, რომ ოჯახური გარემოებების გამო იძულებული იყო უარი განეცხადებინა უფროსი ქალის თანამდებობის დაკავებაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ოქტომბრიდან მარგალიტა გიგინეიშვილი, თანახმად მისი თხოვნისა, გაათავისუფლეს უფროსი ქალის თანამდებობიდან.

1919

ტიპი: ავტორობა

მარგალიტა გიგინეიშვილმა გაუგზავნა წერილი ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის დირექტორს, რომ სამინისტროში მის შესახებ აღძრული იყო შუამდგომლობა უმაღლესი განათლების პირებთან გათანაბრების შესახებ. ამ შუამდგომლობის შესახებ პასუხი კი არ მიუღია. ამიტომ ითხოვდა შუამდგომლობის გადასინჯვას.

1919

ტიპი: ავტორობა

ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე გიმნაზიის მასწავლებელ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს განათლების პირებთან გათანაბრების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის 1-ლი გიმნაზიის დირექტორს სპირიდონ ჯორჯიკიას პასუხად მისი შუამდგომლობისა აცნობა, რომ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს სწავლა მიღებულ პირებთან გათანასწორების საკითხი არ იქნა დაკმაყოფილებული.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი სექტემბრიდან ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად გიორგი დავითის ძე ანდრიაძე დაამტკიცეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობებენ, რომ მისი შუამდგომლობა მასწავლებელ გიორგი ანდრიაძის ოზურგეთის გიმნაზიიდან თავის გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ დაკმაყოფილებული არ არის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორი მასწავლებელ ანდრიაძის წასვლის წინააღმდეგი არ იყო. იმავე შინაარსის დასაბუთებული მოხსენება ოზურგეთის გიმნაზიამ სამინისტროში გაგზავნა. მირზიშვილი ანდრიაძის ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გადაყვანის დადასტურებას ითხოვდა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 14 ოქტომბერს, ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ილია ფერაძე, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წერს, რომ თანახმაა გიორგი ანდრიაძე გადაიყვანონ ქუთაისის გიმნაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სურდა საგნის მცოდნე და ენერგიული მასწავლებელი, ანდრიაძე, თავის გიმნაზიაში დარჩენილიყო ესმის მისი ოჯახური მდგომარეობა და ანგარიშს უწევს არსებულ ვითარებას. დარწმუნებულია, ქუთაისის გიმნაზიაში ანდრიაძის არ დამტკიცება გამოიწვევს მასწავლებლობის ასპარეზობიდან მის ჩამოშორებას და ერობის გამგეობაში შესვლას ქუთაისშივე, ეს კი სასარგებლო არ არის, ვინაიდან ანდრიაძე ენერგიული და საგნის მცოდნეა, მსგავსი მასწავლებლების დაკარგვა კი არ არის სასიამოვნო ფაქტი. სწორედ ამიტომ, მისი დამტკიცება ქუთაისის გიმნაზიაში ძალიან საჭიროა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 ოქტომბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1919 წლის პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად გიორგი ანდრიაძე დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1919 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად გიორგი ანდრიაძე დაინიშნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1 დეკემბერს, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი, ნიკ.მირზიშვილი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წერს, როგორც ნამსახურებითი სიიდან ჩანს, ანდრიაძეს, ა.წ. 10 ნოემბრიდან დაუმთავრებია ქუთაისის ქართული სააზნაურო რვაკლასიანი გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტად ითვლება. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკ.მირზიშვილი და საქმის მწარმოებელი კ.ჭიჭინიძე.