ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51524

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 მაისს ალექსი მირიანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თიანეთში წასასვლელად 12 მანეთის მიღებას ატყობინებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილის თხოვნა მისთვის ერთდროული დახმარების შესახებ. გამგეობის ცნობით, სკოლა თავის გამგებლობაში მიიღო გორის სამაზრო ერობამ მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, გიუნაშვილი სკოლაში 18 წელი მსახურობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის ოდენობის ერთდროული დახმარება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 დეკემბერს შედგენილ ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიის სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმისმწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნაწყვეტი ნიკოლოზ დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“.

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (საქმის მწარმოებელი თ. ლაფერაშვილი) 1919 წლის 15 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვდა ეცნობებინა, თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ თუ არა უფლება ესწავლებინათ საშუალო სკოლის ყველა კლასში და აეღოთ ისეთივე ჯამაგირი და დამატებები, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 მაისს დირექტორი ვუკოლ ბერიძე (საქმისმწარმოებელი მ. ბერძნიშვილი) თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორს, ნ. მახარაძეს სთხოვს, აცნობოს, რომელი საგნის მასწავლებელს გულისხმობს, როცა სამინისტროს ეკითხება, ქალთა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ჯამაგირის და ხუთწლეულების მიღების უფლებების შესახებ.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა კერძო ხასიათის წერილი და მოიკითხა ქრისტინეს ოჯახის წევრები: ნუცა, ქეთევან, შალვა, ანიჩკა, თამარ და გიორგი შარაშიძეები, ნინო ქიქოძე, გოგი, ბიბი და ნიკოლოზ ქარცივაძეები.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს საზღვარგარეთიდან მისწერა, რომ წაიკითხა ქართული ჟურნალები: „მნათობი“ და „კავკასიონი“ და სთხოვა საყმაწვილო ჟურნალის გაგზავნა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს საზღვარგარეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა. (შურას ვარაუდით ქრტისტინეს მისი მანამდე მიწერილი წერილები არ მიუღია და ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ეს წერილიც დაკარგულიყო).

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 17 აგვისტოს ანეტა ქიქოძემ ქრისტინე შარშიძეს თბილისიდან ბახვში გაგზავნილი ღია ბარათით აცნობა, რომ გამოცდები დაიწყებოდა სექტემბერში და იქნებოდა კვირაში ორჯერ – ორშაბათობით და პარასკეობით.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 3 აგვისტოს გოგი ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს აბასთუმნიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა და ჰკითხა, რა უთხრა ექიმმა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის დეკემბერში შრომის კომისარი ჩხიკვიშვილი ამიერკავკასიის კომისარიატის კომისარს ფირცხალაიშვილს მიმართავს, რომ რადგან დაგვიანდა დეკემბრის სახელფასო ანაზღაურება, დეკემბრისა და იანვრის ხელფასები ერთად გადმორიცხონ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 მაისს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს ოზურგეთის გამგეობის 1919 წლის ანგარიშის შემოწმება სთხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივნისს კონსტანტინე (კოკი) ილიას ძე აბაშიძემ სახალხო განათლების მინისტრს განათლების სამმართველოში სამსახურის დაწყების თხოვნით მიმართა.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წლის 18 აგვისტოს ელენე ქიქოძემ ქვიშხეთიდან თბილისში ღია ბარათი გაუგზავნა ქრისტინე შარაშიძეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის მაისში მიშა ქიქოძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა სერგი მაკალათიასთვის გაეხსენებინა მისი ექსპედიციაში გაგზავნის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

კანცელარიის დროებითმა დირექტორმა, მ. თაქთაქიშვილმა (საქმისმწარმოებელი ლ. ზარიძე) 1918 წლის 2 ივლისს მთავრობის საქმეთა მმართველობას მისწერა, რომ განათლების სამინისტრომ სთხოვა, ეცნობებინა, შეატყობინეს თუ არა ფინანსთა მინისტრს საბჭოს დადგენილება ქუთაისის დედათა პროფესიული სასწავლებლისთვის დახმარების სახით 4 900 მან. მიცემის შესახებ.