ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ილია გიორგის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს მიხეილ მერაბის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის, ასევე ფოტოსახელოსნოსთვის ახალი ბინის დაქირავების შესახებ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსურათები ინახებოდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: აპოლონ ჩარკვიანი, ტარასი ჩანტლაძე, დიომიდე იაკობის ძე ჭანჭალეიშვილი და ლიზა ჩიჩუა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკო პავლეს ძე ჩადუნელი, ეზელი არჩილის ძე ჩხიკვიშვილი, სერგეი იაკობის ძე ჩხააძე, სიმონ ჩანეთაშვილი და მარიამ ჩხეიძე, რომლებსაც საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ერმილე ივანეს ძე ჩხობაძე, რაფიელ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე და ივანე საბას ძე ჩოხელი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სანდრო ჩოდრიშვილი, ნიკოლოზ ჩაგუნავა, გიორგი ივანეს ძე ჩხეიძე, ვასილ გრიგოლის ძე ჩიხრაძე და სერაპიონ პეტრეს ძე ჩიკვილაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა გზათა დეპარტამენტის სტიპენდიატობის კანდიდატი ილია პავლეს ძე ზერეკიძე.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს მიხეილ დავითის ძე ყიასაშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წლის 4 ივნისს ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს სოფიო მიხეილის ასული ჩხარტიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს გიორგი ივანეს ძე ჩხეიძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს ფილიპე გიორგის ძე რაჭველიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს გიორგი ანტონის ძე ნინუა აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს რაჟდენ დიმიტრის ძე მიქაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს იოსებ ნიკოლოზის ძე დარახველიძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს ნიკო თოფურია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს გრიგოლ ილარიონის ძე შილაკაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვმა განაცხადა, რომ საზოგადოებიდან უნდა გარიცხულიყვნენ ის წევრები, რომელთაც საწევრო გადასახადი არ შეჰქონდათ. კრების თავმჯდომარემ ნიკოლოზ ცხვედაძემ უპასუხა, რომ ამის გამო წევრებს არ გარიცხავდნენ, რადგან შეიძლება მათ გადასახადი არ შეეტანათ, მაგრამ საზოგადოებას სხვაგვარად დახმარებოდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების 31 ნამდვილი წევრის თხოვნა საწევრო გადასახადის შემცირების შესახებ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე შიო დედაბრიშვილი გამოვიდა ინიციატივით, საზოგადოებას წიგნების გამოსაცემად სალიტერატურო ფონდიდან ესესხა თანხა. ხმის უმეტესობით ასეც გადაწყდა, თუმცა ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი წინააღმდეგი იყვნენ და ამის პროტოკოლში აღნიშვნა ითხოვეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაღაზიის გამგე სამსონ ბახტაძე სთხოვს ნებართვას, ქუთაისში ნაღდ ფულზე შეიძინოს წიგნები მაღაზიისთვის. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: იოსებ გიორგობიანი, ივანე მაჭავარიანი, ნინო ნაკაშიძე, თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მარიამ დავითის ასული გეგეჭკორი, მარიამ ზაქარიას ასული გარსიაშვილი, ალექსი აბრამის ძე გურაშვილი, ილია ლუარსაბის ძე გიორგაძე და გერმოგენ (გერმანე) ტარიელის ძე გვაზავა. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.