ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წლის 4 ივნისს სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნატალია ბასილაშვილი წილკნის სამინისტრო სკოლის მასწავლებელი იყო.

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წლის 4 ივნისს დავით ხარკიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის საზოგადოების განყოფილების თხოვნა სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლების მიცემის შესახებ. მთავარმა გამგეობამ ქუთაისის სტამბაში სახელმძღვანელოების დაბეჭდვა შეუძლებლად მიიჩნია.

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წლის 4 ივნისს ზაქარია პეტრეს ძე ლაბაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს ივანე მიხეილის ძე გომელაური აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს გიორგი მაქსიმეს ძე ქოქაშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ვლადიკავკაზის სკოლა ოთხჯერ შეამოწმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა გრუშევსკიმ და ყოველთვის კმაყოფილი დარჩა მასწავლებლების მუშაობით.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ბორჯომში.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ვასილ როსტომის ძე ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძემ, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძემ, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ და სხვ. საზოგადოების ბიბლიოთეკას წიგნები შესწირეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტის თავმჯდომარემ, მართა ზაქარიას ასულმა ჭავჭავაძისამ, უარი თქვა თანამდებობაზე და მისი მოვალეობის შესრულება დროებით მისივე თანაშემწე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძეს დაეკისრა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტი მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძისა და ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ხელმძღვანელობით დიდი თანხით დაეხმარა ვლადიკავკაზის სკოლას.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს სალომე გიორგის ასული მაღალაშვილი წინარეხის სკოლის მოსწავლეების გარდა ასწავლიდა ოც ყმაწვილს, რომლებიც მასთან თავისუფალ დროს მეცადინეობდნენ.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს ხელთუბნის სკოლაში, რომლის მასწავლებელიც იყო თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი, 55 მოსწავლე სწავლობდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის პანსიონს ერთი დიდი ურემი კომბოსტო შესწირა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად ვასილ ფირცხალოვმა 50 კაპიკი შესწირა, ივანე წერეთელმა კი – 5 მანეთი და 20 კაპიკი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებაში საწევრო გადასახადი შეიტანა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჭყონიას, იაკობ გოგებაშვილს, პეტრე უმიკაშვილს, ივანე მაჩაბელს და ქართული ენისა და ლიტერატურის სხვა გულშემატკივრებს გაუგზავნა უწყება იმის შესახებ, რომ 8 მარტს „ივერიის“ რედაქციაში გაიმართებოდა სხდომა სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 მარტს ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ჭყონიამ წერილობით შეატყობინა, რომ ქალაქში არყოფნის გამო საგრამატიკო საკითხების განსახილველად დანიშნულ კრებას ვერ დაესწრებოდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ილარიონ მერაბის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი გახდა.