ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ გამგეობას ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ქარვასლის გამგე-კომისიას თბილისის პირველი სახალხო ბიბლიოთეკისთვის ქირა შეემცირებინა. გამგეობამ უპასუხა, რომ კომისიას ამ თხოვნით ბევრჯერ მიმართეს და ყოველთვის უარს იღებდნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პეტრე გიორგის ძე ჭარაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების მდივანი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილება გაიხსნა. ივანე კონსტანტინეს ძე გეგია, რომელიც 1910 წელს სოხუმის განყოფილების წევრი, 1886 წელს საზოგადოების ნამდვილი და მისი დამხმარე წევრი იყო ოქუმში, ამ განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ივანე კონსტანტინეს ძე გეგია, 165 წევრი ჰყავდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის წევრებს სოფიო ლომოურმა ნიკო ლომოურის „პაწია მეგობრების“ ჰონორარიდან 20000 მანეთის გამოყოფა სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ და ივანე გომელაურმა გამგეობას სენაკის სკოლის რევიზორის შენიშვნების გასამართლებელი საბუთების წაკითხვა მოსთხოვეს, კერძოდ, იმ ადგილისა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ვერც ერთი ადამიანი ვერ მოითმენდა იმ უწესობას, რაც ბატონ ყიფიანს მოუთმენია“.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს მარიამ ლუარსაბის ასული კიკნაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ეწვია გამგეობის თავმჯდომარე თევდორე კიკვაძე, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მაღაზია გაეფართოებინათ.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1890

ტიპი: ორგანიზაცია

1890 წელს ანდრია მამუკას ძე კობაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტეფანწმინდის განყოფილების დამხმარე წევრი გახდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სხვადასხვა შინაარსის პატარა წიგნების ბეჭდვისთვის. ასეთი წიგნების შემდგენლებისთვის დააწესა პრემიები, მაგრამ მხოლოდ გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის მოთხრობა „რუხი მგელი“ მოიწონეს და ავტორი 50 თუმნით დააჯილდოვეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს გამგეობას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დახმარებით დიღომში სკოლა უნდა გაეხსნა, თუმცა სკოლათა მთავრობამ ნებართვის გაცემა გააძნელა, იმდენი მოთხოვნა წამოაყენა, რომ გამგეობამ წლის ბოლოსაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ბათუმის სკოლა დაათვალიერა და სკოლების ინსპექტორისა და სკოლის მზრუნველობის წევრთა თანდასწრებით გამოსცადა მოსწავლეები. დადგინდა, რომ სკოლა წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მოსწავლეები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს იმიტომ, რომ სოფლები სკოლიდან შორსაა და მშობლებსაც ურჩევნიათ, შვილებმა მინდორში იმუშაონ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მოვალეობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს გამგეობის წევრ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მიერ ბათუმის სკოლის შემოწმების შემდეგ, რადგან ბათუმში 4000 ქართველი ცხოვრობდა, გამგეობამ გადაწყვიტა, უკეთესად მოეწყო ეს ერთადერთი ქართული სკოლა შავი ზღვის პირას და მაჰმადის სჯულის მასწავლებლის ადგილი გაეუქმებინა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრებიდან საზოგადოებას საწევროსა და შესაწირის შეგროვებაში დაეხმარნენ ოლგა იოსების ასული მიქელაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, სილოვან თომას ძე ხუნდაძე და ეკატერინე დიმიტრის ასული ფურცელაძისა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ცხინავალის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ ის უკვე შეუდგა მოღვაწეობას. 1921 წლის 1 თებერვალს ეს საკითხი განჩინების თანახმად ცნობად იქნა მიღებული.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე როსტომის ძე შალიკაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ახალგორში.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თემირ-ხან-შურაში.